ცხენისკბილა (სოკო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: right '''ცხენისკბილა''' (''ლათ''. Russula delica Fr. ''რუს''. Подгрузо...) |
მ (მომხმარებელმა Masatiani გვერდი „ცხენისკბილა“ გადაიტანა გვერდზე „ცხენისკბილა (სოკო)“) |
21:51, 22 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
ცხენისკბილა (ლათ. Russula delica Fr. რუს. Подгрузок белый)
ქუდი – 20 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ამობურცულია, შემდეგ – ძაბრივით ჩაღრმავებული, ზედაპირი წვრილქეჩისებრია, შემდეგ – ტიტველი, თეთრია. ფირფიტები დაღმავალია, თხელი, თეთრი, ცისფერი ელფერით.
ფეხი – 2-4 სმ სიგრძისა და 1-3 სმ სისქისაა, წვრილქეჩისებრი ზედაპირით, თეთრია.
რბილობი – თეთრია.
სპორები – ზედაპირი ხორკლიანი აქვს, 8-1 1X7-9 მკმ.
იზრდება ნიადაგზე ყველანაირ ტყეში; ზოგჯერ დიდ ჯგუფებად; ზაფხულ-შემოდგომით. დიდი ზომის სოკოა.
საჭმელად მხოლოდ მწნილის სახით გამოიყენება. გარეგნულად ძალიან წააგავს სავარცხელას, მაგრამ ცხენისკბილა რძისმაგვარ სითხეს არ შეიცავს.