იოანე მთაწმიდელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: [[ფაილი:John Ivir fresco, Iviron.jpg|thumb|იოანეს ფრესკა ათონის ივერთა მონასტერში...)
 
(მომხმარებელმა Masatiani გვერდი „იოანე ათონელი (მთაწმიდელი)“ გადაიტანა გვერდზე „[[იოანე მთაწმიდელი]...)
 

მიმდინარე ცვლილება 11:17, 24 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

იოანეს ფრესკა ათონის ივერთა მონასტერში

იოანე ათონელი (მთაწმიდელი) (?-1005) — ათონის მთის ქართული კოლონიის ფუძემდებელი და ათონის ივერიის მონასტრის მაშენებელი. ექვთიმე ათონელის მამა წარმოშობით სამხრეთ საქართველოს დიდგვაროვანთა ოჯახიდან იყო X ს. 50-იან წლებში მცირე აზიაში, ოლიმპოს მთაზე, ქართველ მონაზონთა წრე შექმნა, 965 წ. ეს ბერები ათონის მთაზე გადაიყვანა და იქ ათანასეს ლავრაში დამკვიდრდა. 980-983 წწ, იოანე თორნიკყოფილთან ერთად ააშენა ქართული მონასტერი, რომლის პირველი წინამძღვარი თავადვე შეიქნა. იოანე ათონელის სახელით ჩვენამდე მოღწეულია ვრცელი ანდერძი. იგი ერთვის იოანე ოქროპირის ნაშრომის („თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ“) ექვთიმე ათონელისეულ თარგმანს. ანდერძი საინტერესოა ღვთისმეტყველური შესავალით და ექვთიმეს მიერ თარგმნილ თხზულებათა ინდექსით.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, 1, 1960, გვ. 104-213.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები