აბზინდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Abzinda 1.jpg|thumb|200პქ|აბზინდა]]
 
[[ფაილი:Abzinda 1.jpg|thumb|200პქ|აბზინდა]]
 
+
'''აბზინდა''' – (Artemisia absinthium); მეგრულად – '''აბზინდე'''. მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა [[რთულყვავილოვანთა ოჯახი|რთულყვავილოვანთა ოჯახიდან]]. სიმაღლით 60-100 სმ, ძალზე მწარე, სპეციფიკური არომატით. მისი ფესვები ფუნჯისებურია. [[ღერო]] სწორმდგომი, 0,8-1,2 მ.-მდე. ფოთლები განლაგებულია სპირალურად. მათი ზედა ნაწილი მომწვანო-მორუხოა, ხოლო ქვედა – თეთრი. ყვავილები წვრილია, ყვითელი ფერის, მილისებრი, შეკრებილი სფეროსებრ, თავდაქინდრულ კალათებად, 3 მმ-მდე დიამეტრის კალათაში.  
'''აბზინდა''' – (Artemisia absinthium); მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა [[რთულყვავილოვანთა ოჯახი|რთულყვავილოვანთა ოჯახიდან]]. სიმაღლით 60-100 სმ, ძალზე მწარე, სპეციფიკური არომატით. მისი ფესვები ფუნჯისებურია. [[ღერო]] სწორმდგომი, 0,8-1,2 მ.-მდე. ფოთლები განლაგებულია სპირალურად. მათი ზედა ნაწილი მომწვანო-მორუხოა, ხოლო ქვედა – თეთრი. ყვავილები წვრილია, ყვითელი ფერის, მილისებრი, შეკრებილი სფეროსებრ, თავდაქინდრულ კალათებად, 3 მმ-მდე დიამეტრის კალათაში.  
+
  
[[ფაილი:Abzinda vercx.jpg|thumb|200პქ|მარცხნივ|ვერცხლისფერი აბზინდა]]
 
[[ფაილი:Abzinda vercx.jpg|thumb|200პქ|მარცხნივ|ვერცხლისფერი აბზინდა]]
ხაზი 8: ხაზი 7:
 
აბზინდა უდაბნოს ბინადარი მძაფრი სუნის, მწარე გემოს მქონე დაბალი ბუჩქოვანი მცენარეა მისი ეთერზეთები და უმწარესი ნაყენი უხსოვარი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. აბზინდას ფოთლებით და ღვინით დამზადებულ ნაყენს [[პალესტინა|პალესტინის]] უდაბნოში არსებული მონასტრების ბერ-მონაზნობა იყენებდა უამრავ სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ.
 
''„ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი წინასწარმეტყველებაზე: აჰა, შევაჭმევ მათ აბზინდას და შევასმევ მწარე წყალს, რადგან [[იერუსალიმი|იერუსალიმის]] წინასწარმეტყველთაგან მოდის ცთუნება მთელს ქვეყანაში.“'' (იერემია 23, 15)
+
''„ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი წინასწარმეტყველებაზე: აჰა, შევაჭმევ მათ აბზინდას და შევასმევ მწარე წყალს, რადგან [[იერუსალიმი|იერუსალიმის]] წინასწარმეტყველთაგან მოდის ცთუნება მთელს ქვეყანაში.“'' (იერემია 23, 15).
 +
 
 +
იზრდება ზღვის სანაპირო ზოლიდან ალპურ სარტყლამდე მდელოებზე, სტეპებზე, რიყნარებზე, ტყის პირებზე, რუდერალურ ადგილებზე, როგორც სარეველა გზის პირებსა და საცხოვრებელი ადგილების მახლობლად. სამკურნალო  მიზნით  იყენებენ  აბზინდის  ფოთლებს (გროვდება ყვავილობამდე და ყვავილობის დასაწყისში) და მოყვავილე შეფოთლილი ყლორტების წვეროებს.
 +
 
 +
მცენარის  მიწისზედა  ნაწილი  შეიცავს  სესკვიტერპენულ  ლაქტონებს, მწარე გლიკოზიდებს (აბსინტინს, ანაბსინტინს, არტაბსინს და სხვებს), რომლებიც მცენარეს ანიჭებს თავისებურ მწარე გემოს, საპონინებს,ფლავონოიდებს,  ფიტონციდებს,  ასკორბინის  მჟავას,  ფისოვან  და მთრიმლავ ნივთიერებებს, კალიუმის მარილებს, არტემიზეტინს, ეთერზეთებს (0,2-0,5%), კაროტინს, ორგანულ მჟავებს (ვაშლის, ქარვის). ეთერზეთების შემადგენლობაში შედის ტუიოლის სპირტი, ტუიონი, პინენი, კადინენი, ფელანდრენი, B¬კარიოფილენი, Y¬სელინენი, ბიზაბოლენი, კურკუმენი და ხამაზულენოგენი.
 +
 
 +
ხასიათდება დამამშვიდებელი, არტერიალური წნევის მარეგულირებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიოქსიდანტური, ანტიმიკრობული, ანტიჰელმინტური, ანტიპროტოზოული, ეპატოპროტექტორული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. იხმარება საჭმლის მონელების დარღვევის, მაღალი მჟავიანობის, მუცლის ჭიის, გასტრიტის, მეტეორიზმის, ღვიძლისა და ნაღვლის  ბუშტის  დაავადებების, ელენთის სიმსივნის, ანემიის დროს. აბზინდას ნაყენი ან ფხვნილი აქრობს უსიამოვნო სუნს პირიდან. შედის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის  ფუნქციის  გამაუმჯობესებელ  წვეთებში,  მადისმომგვრელ,  მეტეორიზმის საწინააღმდეგოდა ნაღვლისმდენ ნაკრებებში. მოქმედებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი  ძარღვების  დაჭიმვის,  ამოვარდნილობის,  მსხვილი ნაწლავის სპაზმის და ანთების დროს. ამზადებენ მწარე ნაყენს, წყლის ექსტრაქტს,იყენებენ მრავალი ქვეყნის ტრადიციულ მედიცინაში და ჰომეოპატიაში. არასწორმა და ზედმეტი დოზით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები, ჰალუცინაცია, პირღებინება  და ჭკუაზე შეშლაც კი.
 +
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
[[ბიბლიური მცენარეები]]
+
* [[ბიბლიური მცენარეები]]
 +
* ბიძინაშვილი, რ., ჟორდანია, მ., მაისაია, ი. სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები. - თბ., 2023 [[https://catalog.nplg.gov.ge/record=b4616241~S1*geo]].
  
[[კატეგორია:ბიბლიური მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ბიბლიური მცენარეები]]
ხაზი 18: ხაზი 25:
 
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:რთულყვავილოვნები‏‎]]
 
[[კატეგორია:რთულყვავილოვნები‏‎]]
 +
[[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]]

19:39, 28 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

აბზინდა

აბზინდა – (Artemisia absinthium); მეგრულად – აბზინდე. მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. სიმაღლით 60-100 სმ, ძალზე მწარე, სპეციფიკური არომატით. მისი ფესვები ფუნჯისებურია. ღერო სწორმდგომი, 0,8-1,2 მ.-მდე. ფოთლები განლაგებულია სპირალურად. მათი ზედა ნაწილი მომწვანო-მორუხოა, ხოლო ქვედა – თეთრი. ყვავილები წვრილია, ყვითელი ფერის, მილისებრი, შეკრებილი სფეროსებრ, თავდაქინდრულ კალათებად, 3 მმ-მდე დიამეტრის კალათაში.

ვერცხლისფერი აბზინდა

აბზინდა - ბიბლიური მცენარე

აბზინდა უდაბნოს ბინადარი მძაფრი სუნის, მწარე გემოს მქონე დაბალი ბუჩქოვანი მცენარეა მისი ეთერზეთები და უმწარესი ნაყენი უხსოვარი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. აბზინდას ფოთლებით და ღვინით დამზადებულ ნაყენს პალესტინის უდაბნოში არსებული მონასტრების ბერ-მონაზნობა იყენებდა უამრავ სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ.

„ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი წინასწარმეტყველებაზე: აჰა, შევაჭმევ მათ აბზინდას და შევასმევ მწარე წყალს, რადგან იერუსალიმის წინასწარმეტყველთაგან მოდის ცთუნება მთელს ქვეყანაში.“ (იერემია 23, 15).

იზრდება ზღვის სანაპირო ზოლიდან ალპურ სარტყლამდე მდელოებზე, სტეპებზე, რიყნარებზე, ტყის პირებზე, რუდერალურ ადგილებზე, როგორც სარეველა გზის პირებსა და საცხოვრებელი ადგილების მახლობლად. სამკურნალო მიზნით იყენებენ აბზინდის ფოთლებს (გროვდება ყვავილობამდე და ყვავილობის დასაწყისში) და მოყვავილე შეფოთლილი ყლორტების წვეროებს.

მცენარის მიწისზედა ნაწილი შეიცავს სესკვიტერპენულ ლაქტონებს, მწარე გლიკოზიდებს (აბსინტინს, ანაბსინტინს, არტაბსინს და სხვებს), რომლებიც მცენარეს ანიჭებს თავისებურ მწარე გემოს, საპონინებს,ფლავონოიდებს, ფიტონციდებს, ასკორბინის მჟავას, ფისოვან და მთრიმლავ ნივთიერებებს, კალიუმის მარილებს, არტემიზეტინს, ეთერზეთებს (0,2-0,5%), კაროტინს, ორგანულ მჟავებს (ვაშლის, ქარვის). ეთერზეთების შემადგენლობაში შედის ტუიოლის სპირტი, ტუიონი, პინენი, კადინენი, ფელანდრენი, B¬კარიოფილენი, Y¬სელინენი, ბიზაბოლენი, კურკუმენი და ხამაზულენოგენი.

ხასიათდება დამამშვიდებელი, არტერიალური წნევის მარეგულირებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიოქსიდანტური, ანტიმიკრობული, ანტიჰელმინტური, ანტიპროტოზოული, ეპატოპროტექტორული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. იხმარება საჭმლის მონელების დარღვევის, მაღალი მჟავიანობის, მუცლის ჭიის, გასტრიტის, მეტეორიზმის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების, ელენთის სიმსივნის, ანემიის დროს. აბზინდას ნაყენი ან ფხვნილი აქრობს უსიამოვნო სუნს პირიდან. შედის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის გამაუმჯობესებელ წვეთებში, მადისმომგვრელ, მეტეორიზმის საწინააღმდეგოდა ნაღვლისმდენ ნაკრებებში. მოქმედებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი ძარღვების დაჭიმვის, ამოვარდნილობის, მსხვილი ნაწლავის სპაზმის და ანთების დროს. ამზადებენ მწარე ნაყენს, წყლის ექსტრაქტს,იყენებენ მრავალი ქვეყნის ტრადიციულ მედიცინაში და ჰომეოპატიაში. არასწორმა და ზედმეტი დოზით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები, ჰალუცინაცია, პირღებინება და ჭკუაზე შეშლაც კი.

წყარო

  • ბიბლიური მცენარეები
  • ბიძინაშვილი, რ., ჟორდანია, მ., მაისაია, ი. სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები. - თბ., 2023 [[1]].
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები