ბუსუსტანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 20: ხაზი 20:
 
[[კატეგორია: საქართველოს ფლორა]]
 
[[კატეგორია: საქართველოს ფლორა]]
 
[[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]]
 
[[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]]
[[კატეგორია:რთულყვავილოვანნი]]
+
[[კატეგორია:რთულყვავილოვანები]
 +
[[კატეგორია:ევკარიოტები]]

11:05, 30 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

ბუსუსტანა

Antennaria caucasica boriss. (A. dioica (L.) Gaertn.)ბუსუსტანა.

მრავალწლოვანი ბალახოვანი, ორსახლიანი, 5-25 სმ-მდე სიმაღლის, ქეჩისებრ შებუსული მცენარეა, ფესვთანური ფოთლები ნიჩბისებრ უკუკვერცხისებრია, ღეროსეული – ხაზურა, ქვედა ნაწილით ღეროზეა მიტკეცილი. ყვავილები – კალათაა, შეკრებილია მცირერიცხოვან კენწრულ ფარისებრ ყვავილედებად. კალათები მდედრობითი ყვავილებით მოგრძოა, ჩვეულებრივ ვარდისფერი; მამრობითი კალათები სფერულია, თეთრი ფერის. ნაყოფი – ცილინდრული, მოგრძო თესლურაა (1 მმ სიგრძის) ქოჩრით. წარმოქმნის ხალიჩებს. ყვ. V¬VII; ნაყ.VI¬VIII.

მთელ საქართველოშია გავრცელებული. იზრდება მშრალ ფერდობებზე მთის ზედა სარტყელში. სამკურნალოდ გამოიყენება ყვავილები — კალათები და მთელი მიწისზედა ნაწილი – ბალახი, გროვდება ყვავილობისას. კალათები შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ფისებს, ფიტოსტერინს, საპონინებს, ვიტამინ K.

ხასიათდება ნაღველმდენი, სედატური, დამამშვიდებელი, სისხლდენისშემაჩერებელი მოქმედებით.

ხალხურ მედიცინაში ბალახის ნაყენს იყენებენ ჰემოროიდალური, ნაწლავური, ჭარბი მენსტრუაციის, მშობიარობის შემდგომი სისხლდენების დროს; აგრეთვე სიმსივნეების, თეთრად შლის, თიაქარის, საშვილოსნოს გამრუდების შემთხვევაში.

ყვავილების ნაყენს ხმარობენ ჰიპერტონიის, ღვიძლის დაავადებების, სიყვითლის სამკურნალოდ, შენიშნულია მისი დამამშვიდებელი მოქმედება ნერვული აშლილობისა და უძილობისას. დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მთლიანად; კურნავს ქალურ დაავადებებს (უხვი და მტკივნეული მენსტრუაცია, მენსტრუალური ციკლის დარღვევა), ბუასილით გამოწვეულ სისხლდენებს, ტუბერკოლოზს – სისხლიანი ნახველით. სასიკეთოდ მოქმედებს მხედველობაზე, აშორებს კატარაქტასა და გლაუკომას.

ყვავილების ნაყენი გამოიყენება ბავშვებში დიათეზის, ეგზემის მკურნალობისას, ხოლო ფხვნილს აფრქვევენ ჭრილობებს. იგივე დანიშნულებით გამოიყენებოდა ტიბეტურ მედიცინაში.

უკუმაჩვენებელია ფეხმძიმობის დროს; აღინიშნება ინდივიდუალური შეუთავსებლობაც.

წყარო

  • ბიძინაშვილი, რ., ჟორდანია, მ., მაისაია, ი. სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები. - თბ., 2023 [[1]].[[კატეგორია:რთულყვავილოვანები]
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები