ჯიბლაძე გიორგი
(ახალი გვერდი: '''გიორგი ჯიბლაძე''' – (1913-1989), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯიბლაძე გიორგი“ გადაიტანა გვერდზე „გიორგი ჯიბლაძე“) |
12:28, 31 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
გიორგი ჯიბლაძე – (1913-1989), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1963), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ფედერაციის პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1966).
დაიბადა ქუთაისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1933). სხვადასხვა დროს მუშაობდა პარტიულსა და სამთავრობო სამუშაოებზე. იყო საქართველოს განათლების მინისტრი (1953-1960), საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლების მინისტრი (1963-1930), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1980-1989), საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი (1944-1946).
გ· ჯიბლაძე იკვლევდა ქართული ლიტერატურისა და ესთეტიკის პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ი. ჭავჭავაძის, ნ. ბარათაშვილის, მ. შოლოხოვის, ი.ა. კომენსკის, ჟ.ჟ. რუსოს, ზ. ფროიდის მსოფლმხედველობის შესახებ. იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1987).
თხზულებები
- „კრიტიკული ეტიუდები“. ტ. 1-8 (თბილისი, 1945-1985)