ჯიბლაძე გიორგი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯიბლაძე გიორგი“ გადაიტანა გვერდზე „გიორგი ჯიბლაძე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გიორგი ჯიბლაძე“ გადაიტანა გვერდზე „ჯიბლაძე გიორგი“ გადამისამ...) |
მიმდინარე ცვლილება 12:28, 31 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით
გიორგი ჯიბლაძე – (1913-1989), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1963), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ფედერაციის პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1966).
დაიბადა ქუთაისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1933). სხვადასხვა დროს მუშაობდა პარტიულსა და სამთავრობო სამუშაოებზე. იყო საქართველოს განათლების მინისტრი (1953-1960), საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლების მინისტრი (1963-1930), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1980-1989), საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი (1944-1946).
გ· ჯიბლაძე იკვლევდა ქართული ლიტერატურისა და ესთეტიკის პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ი. ჭავჭავაძის, ნ. ბარათაშვილის, მ. შოლოხოვის, ი.ა. კომენსკის, ჟ.ჟ. რუსოს, ზ. ფროიდის მსოფლმხედველობის შესახებ. იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1987).
[რედაქტირება] თხზულებები
- „კრიტიკული ეტიუდები“. ტ. 1-8 (თბილისი, 1945-1985)