მირქმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

17:17, 31 მაისი 2017-ის ვერსია

Mirqma.jpg

მირქმა უფლისა, ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი - (15 თებ. ახ. სტ; ძვ.სტ. 2 თებ.). მოსეს რჯულის თანახმად, დაბადებიდან მეორმოცე დღეს, მშობლებს თავიანთი პირველშობილი შვილი ტაძარში უნდა მიეყვანათ. ამასთან, შესაწირიც უნდა მიერთმიათ უფლისათვის, მდიდარს - მდიდრული, ღარიბს კი ორი გვრიტი, ან ორი ხუნდი მტრედისა. შობიდან მეორმოცე დღეს მარიამმა და იოსებმა იერუსალიმში წაიყვანეს იესო და რადგანაც ღარიბები იყვნენ, მტრედის ორი ხუნდი შესწირეს ტაძარს.

იერუსალიმში ცხოვრობდა ვინმე სვიმეონი, კაცი მართალი და ღვთისმოსავი. მას ნაუწყები ჰქონდა სულიწმიდის მიერ, რომ არ მოკვდებოდა, სანამ არ იხილავდა ქრისტეს, ცხებულს უფლისას. იგი, სულიწმიდით აღძრული, სწორედ მაშინ მივიდა ტაძარში, როცა იქ იმყოფებოდა იესო მშობლებთან ერთად. სვიმონმა ხელში აიყვანა (მიირქვა) ყრმა მაცხოვარი, აკურთხა ღმერთი და სთქვა: „აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელი განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა - ისრაელისა“. ეს სიტყვები მართალმა სვიმეონმა შემდეგი მიზეზის გამო წარმოთქვა: ძვ.წ. 270 წ. იგი იყო სამეოცდაათთაგან ერთ-ერთი მთარგმნელი ბიბლიისა ებრაულიდან ბერძნულ ენაზე. როცა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები წაიკითხა ქალწულისაგან მესიის შობის შესახებ, არ დაიჯერა და ქალწულის მაგივრად დაწერა ქალი. მასთან უეცრად აღმოჩენილმა მთავარანგელოზმა გაბრიელმა წაუშალა „ქალი“ და უთხრა: ის არ მოკვდებოდა მანამ, სანამ საკუთარი თვალით არ იხილავდა ქალწულისაგან განხორციელებულ მესიას. იოსები და მარიამი განცვიფრებულნი უსმენდნენ უცნობ მოხუცს. სვიმეონმა ისინიც დალოცა და ღმრთისმშობელს უწინასწარმეტყველა, რომ მის გულში ლახვარი გაივლიდა შვილის ტანჯვის გამო.

როცა რჯულის წესისამებრ ყველაფერი აასრულეს, წმიდა ოჯახი ისევ ნაზარეთში დაბრუნდა.


წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები