კოლხური ჯონჯოლი
(ახალი გვერდი: კოლხური ჯონჯოლი - Staphylea colchica Stev. '''Fam. Staphyleaceae''' – ...) |
|||
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
* ბიძინაშვილი, რ., ჟორდანია, მ., მაისაია, ი. სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები. - თბ., 2023 [[https://catalog.nplg.gov.ge/record=b4616241~S1*geo]]. | * ბიძინაშვილი, რ., ჟორდანია, მ., მაისაია, ი. სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები. - თბ., 2023 [[https://catalog.nplg.gov.ge/record=b4616241~S1*geo]]. | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ხე მცენარეები]] |
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:თაფლოვანი მცენარეები]] | [[კატეგორია:თაფლოვანი მცენარეები]] | ||
[[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]] | [[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]] | ||
09:59, 2 ნოემბერი 2023-ის ვერსია
Fam. Staphyleaceae – ოჯ. ჯონჯოლისებრნი Staphylea colchica Stev. – კოლხური ჯონჯოლი.
კავკასიის ენდემური სახეობაა. 2-3 მ სიმაღლის პატარა ზომის ხეა ან ბუჩქი საკმაოდ კომპაქტური, მონაცრისფრო ელფერის ვარჯით, მურაფერის ქერქლებით, შიშველი მწვანე ყლორტებითა და კაშკაშა მწვანე ფრთისებრი ფოთლებით; ფოთოლი შედგება 3 ფოთოლაკისაგან. ყვავილები თეთრია, შეკრებილია კენწრულ მტევნებად ან საგველა ყვავილედებად. ნაყოფი კვერცხისებრი ფორმის სიფრიფანა, ბუშტივით გაბერილი კოლოფია, რომელთა ნაკვთები თავსა და ბოლოში სოლისებრ შევიწროებულია. თესლი სფერულია, პრიალა-მოყვითალო გახევებული კანით. ყვ. V-VI; ნაყ.VIII.
იზრდება ტყის სარტყელში 1200 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან, წაბლნარი ტყის პირებში, მუხნარ ტყეებში, შერეულფოთლოვან გამეჩხერებულ ტყეებში; მდინარეებისა და ხევების გაყოლებით.
თაფლოვანი და დეკორატიული მცენარეა. მსგავსად ჩვეულებრივი ჯონჯოლისა, ნახევრადგაშლილი ყვავილებისაგან ამზადებენ მწნილს, რომელიც დელიკატური საჭმელია. ხელს უწყობს ღვიძლის მუშაობას, აძლიერებს შარდ-სასქესო სისტემის, კუჭისა და ნაწლავების ფუნქციას. ასევე ეფექტურად ხსნის თავის ტკივილს, ორგანიზმიდან გამოჰყავს მავნე ტოქსინები. თესლის ზეთს კუჭ-ნაწლავის სამოქმედო თვისება გააჩნია. კულტივირებულია კავკასიის სხვადასხვა კუთხეში.
შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნსა“ (1982) და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ (2006).
წყარო
- ბიძინაშვილი, რ., ჟორდანია, მ., მაისაია, ი. სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები. - თბ., 2023 [[1]].