კოლხური ჯონჯოლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 15: ხაზი 15:
  
 
[[კატეგორია:ხე მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ხე მცენარეები]]
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]
 
 
[[კატეგორია:თაფლოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:თაფლოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]]
 
[[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]]

10:37, 2 ნოემბერი 2023-ის ვერსია

კოლხური ჯონჯოლი - Staphylea colchica Stev.

Fam. Staphyleaceae – ოჯ. ჯონჯოლისებრნი Staphylea colchica Stev.კოლხური ჯონჯოლი.

კავკასიის ენდემური სახეობაა. 2-3 მ სიმაღლის პატარა ზომის ხეა ან ბუჩქი საკმაოდ კომპაქტური, მონაცრისფრო ელფერის ვარჯით, მურაფერის ქერქლებით, შიშველი მწვანე ყლორტებითა და კაშკაშა მწვანე ფრთისებრი ფოთლებით; ფოთოლი შედგება 3 ფოთოლაკისაგან. ყვავილები თეთრია, შეკრებილია კენწრულ მტევნებად ან საგველა ყვავილედებად. ნაყოფი კვერცხისებრი ფორმის სიფრიფანა, ბუშტივით გაბერილი კოლოფია, რომელთა ნაკვთები თავსა და ბოლოში სოლისებრ შევიწროებულია. თესლი სფერულია, პრიალა-მოყვითალო გახევებული კანით. ყვ. V-VI; ნაყ.VIII.

იზრდება ტყის სარტყელში 1200 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან, წაბლნარი ტყის პირებში, მუხნარ ტყეებში, შერეულფოთლოვან გამეჩხერებულ ტყეებში; მდინარეებისა და ხევების გაყოლებით.

თაფლოვანი და დეკორატიული მცენარეა. მსგავსად ჩვეულებრივი ჯონჯოლისა, ნახევრადგაშლილი ყვავილებისაგან ამზადებენ მწნილს, რომელიც დელიკატური საჭმელია. ხელს უწყობს ღვიძლის მუშაობას, აძლიერებს შარდ-სასქესო სისტემის, კუჭისა და ნაწლავების ფუნქციას. ასევე ეფექტურად ხსნის თავის ტკივილს, ორგანიზმიდან გამოჰყავს მავნე ტოქსინები. თესლის ზეთს კუჭ-ნაწლავის სამოქმედო თვისება გააჩნია. კულტივირებულია კავკასიის სხვადასხვა კუთხეში.

შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნსა“ (1982) და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ (2006).


წყარო

  • ბიძინაშვილი, რ., ჟორდანია, მ., მაისაია, ი. სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები. - თბ., 2023 [[1]].
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები