ნიუკა
(ახალი გვერდი: ნიუკა '''Arum albispathum Stev. ex Ledeb'''. [A. italicum Mill. subsp. albispathum (Stev. ex Ledeb.). Prime; A. i...) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Niuka.jpg|thumb|ნიუკა]] | [[ფაილი:Niuka.jpg|thumb|ნიუკა]] | ||
| − | '''Arum albispathum Stev. ex Ledeb'''. [A. italicum Mill. subsp. albispathum (Stev. ex Ledeb.). Prime; A. italicum auct.] – '''ნიუკა''', ქალაკოდა მეგრულად – კურდღელიში ყუჯი, ღვინდ-ღუმუში ჯინჯი, ღვინი დო ღუმუ. | + | '''Arum albispathum Stev. ex Ledeb'''. [A. italicum Mill. subsp. albispathum (Stev. ex Ledeb.). Prime; A. italicum auct.] – '''მოთეთრო ნიუკა''', ქალაკოდა მეგრულად – კურდღელიში ყუჯი, ღვინდ-ღუმუში ჯინჯი, ღვინი დო ღუმუ. |
ეფემეროიდული გეოფიტია,მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე წაგრძელებული ფესურის მსგავსი, კვერცხისებრი ტუბერით. საყვავილე ღერო უფოთლოა, 20-40 სმ სიმაღლის, ფოთლის ყუნწზე უფრო გრძელი. ფოთლები ფესვთანურია, შუბისებრ-ისრისებრი, ბადენერვიანი ფირფიტითა და გრძელი, ქვემოთ ვაგინისებრ გაფართოებული ყუნწით. ყვავილები პატარა ზომისაა, მოყვითალო-მომწვანო შეფერილობის, შეკრებილია ტაროსებრ ყვავილედებად. ნაყოფი კენკრის მსგავსია, კაშკაშა წითელი ან ნარინჯისფერი, წვნიანი. თესლი სფერულია, მოყავისფრო-ყვითელი. ყვ. IV-V; ნაყ. V-VI. იზრდება ფოთლოვან (რცხილნარ, წიფლნარ-მუხნარებში) და მუქწიწვიან ტენიან ტყეებში, ბუჩქნარებში, მთის ქვედა და შუა სარტყელში, ზღვ. დ. 1400 მ სიმაღლემდე. | ეფემეროიდული გეოფიტია,მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე წაგრძელებული ფესურის მსგავსი, კვერცხისებრი ტუბერით. საყვავილე ღერო უფოთლოა, 20-40 სმ სიმაღლის, ფოთლის ყუნწზე უფრო გრძელი. ფოთლები ფესვთანურია, შუბისებრ-ისრისებრი, ბადენერვიანი ფირფიტითა და გრძელი, ქვემოთ ვაგინისებრ გაფართოებული ყუნწით. ყვავილები პატარა ზომისაა, მოყვითალო-მომწვანო შეფერილობის, შეკრებილია ტაროსებრ ყვავილედებად. ნაყოფი კენკრის მსგავსია, კაშკაშა წითელი ან ნარინჯისფერი, წვნიანი. თესლი სფერულია, მოყავისფრო-ყვითელი. ყვ. IV-V; ნაყ. V-VI. იზრდება ფოთლოვან (რცხილნარ, წიფლნარ-მუხნარებში) და მუქწიწვიან ტენიან ტყეებში, ბუჩქნარებში, მთის ქვედა და შუა სარტყელში, ზღვ. დ. 1400 მ სიმაღლემდე. | ||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | * | + | * [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]] [[https://catalog.nplg.gov.ge/record=b4616241~S1*geo]]. |
[[კატეგორია: საქართველოს ფლორა]] | [[კატეგორია: საქართველოს ფლორა]] | ||
[[კატეგორია: სამეგრელოს სამკურნალო მცენარეები]] | [[კატეგორია: სამეგრელოს სამკურნალო მცენარეები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 12:41, 2 ნოემბერი 2023 მდგომარეობით
Arum albispathum Stev. ex Ledeb. [A. italicum Mill. subsp. albispathum (Stev. ex Ledeb.). Prime; A. italicum auct.] – მოთეთრო ნიუკა, ქალაკოდა მეგრულად – კურდღელიში ყუჯი, ღვინდ-ღუმუში ჯინჯი, ღვინი დო ღუმუ.
ეფემეროიდული გეოფიტია,მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე წაგრძელებული ფესურის მსგავსი, კვერცხისებრი ტუბერით. საყვავილე ღერო უფოთლოა, 20-40 სმ სიმაღლის, ფოთლის ყუნწზე უფრო გრძელი. ფოთლები ფესვთანურია, შუბისებრ-ისრისებრი, ბადენერვიანი ფირფიტითა და გრძელი, ქვემოთ ვაგინისებრ გაფართოებული ყუნწით. ყვავილები პატარა ზომისაა, მოყვითალო-მომწვანო შეფერილობის, შეკრებილია ტაროსებრ ყვავილედებად. ნაყოფი კენკრის მსგავსია, კაშკაშა წითელი ან ნარინჯისფერი, წვნიანი. თესლი სფერულია, მოყავისფრო-ყვითელი. ყვ. IV-V; ნაყ. V-VI. იზრდება ფოთლოვან (რცხილნარ, წიფლნარ-მუხნარებში) და მუქწიწვიან ტენიან ტყეებში, ბუჩქნარებში, მთის ქვედა და შუა სარტყელში, ზღვ. დ. 1400 მ სიმაღლემდე.
მცენარის ყველა ნაწილი შხამიანია, განსაკუთრებით მისი ნაყოფები — ნედლი კენკრა; მოხარშვის ან გაშრობის შემდეგ შხამიან თვისებებს კარგავს. სამკურნალო ნედლეულს ნედლი ტუბერები წარმოადგენს, რომლებსაც აგროვებენ ფოთლების განვითარებამდე. ტუბერები შეიცავს 70%-მდე სახამებელს, 0,5% ზეთებს, საპონინებსა და ალკალოიდების მსგავს აქროლად ნივთიერებას — არონინს 0,1% (Гаммерман, Гром, 1976).
ნიუკაში შემავალი საპონინები მოქმედებენ ლორწოვან გარსზე, რაც იწვევს ნერწყვდენის გაძლიერებას და პირღებინებას, ხოლო დიდი დოზით მიღებისას — ნერვული სისტემის დამბლას.
ქართულ ტრადიციულ მედიცინაში გამოიყენებოდა საჭმლის მომნელებელი სისტემის არანორმალური მუშაობის, რევმატორული ანთებისა და ნევრალგიის შემთხვევაში (შენგელია, 1985).