ცირცელი
| ხაზი 21: | ხაზი 21: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | * | + | * [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].[[https://catalog.nplg.gov.ge/record=b4616241~S1*geo]] |
* [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | * [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | ||
10:28, 3 ნოემბერი 2023-ის ვერსია
ცირცელი - (Sorbus caucasigena Kom.);
მეგრულად – ამვაშა, ჩვახა, ჭვახა.
ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). 4-15 მ სიმაღლის ხე ან ბუჩქია, ფართო ვარჯით. ქერქი ღეროზე რუხი ფერისაა; კვირტები კონუსურია, შებუსულია გაფანტული ბეწვით. ფოთლები კენტფრთისებურია. ფოთოლაკების ზედა მხარე შიშველია, მუქი მწვანე ფერის, ქვედა მხარე უფრო მკრთალი ფერისაა და ოდნავ შებუსული. ყველა ფოთოლაკი ძირიდანვე ან შუა ნაწილიდან წვერამდე კიდეებზე ბასრხერხკბილაა. ყვავილედი ფარისებურია, მრავალყვავილიანი, შიშველი ან მეტწილად ოდნავ შებუსული. ყვ. ნაყ. VI. იზრდება ტყის შუა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ქალაქ თელავის მიდამოებში, მდინარე სტორის ხეობაში. ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში.
კავკასიის ენდემური სახეობაა, ხეა 10 (იშვიათად 15-20) მ-მდე სიმაღლის, მსხვილი კენტფრთართული ფოთლებით, რომლებიც შედგება 11-15 მოგრძო-ლანცეტა, ხერხისებრ დაკბილული ფოთოლაკებისაგან. ყვავილები შეკრებილია მრავალყვავილიან ფარისებრ ყვავილედებად, რომლებიც დამოკლებულ ყლორტებზეა განლაგებული, 1,5 სმ დიამეტრისაა, ძლიერი სპეციფიური სუნით, თეთრი გვირგვინის ფურცლებით, 20-მდე მტვრიანით, ბუტკო ქვედა ნასკვიანია. ნაყოფი ვაშლის მაგვარია, სფერული, კაშკაშა წითელი ან მოწითალო – ნარინჯისფერი, 1,5 სმ-მდე დიამეტრის, სიმწიფისას რბილი, 2-5 თესლით. ყვ. V-VI; ნაყ. IX. იზრდება სუბალპურ სარტყლის ტანბრეცილ ტყეებში.
ნაყოფები შეიცავს 4-8 მგ% შაქრებს (ფრუქტოზა, გლუკოზა, სორბოზა, სახაროზა), 2,7 მგ%-მდე ვაშლის, ლიმონის, ყურძნისა და ქარვის მჟავებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათში დიდი რაოდენობით არსებული – ასკორბინის მჟავა (200 მგ%), კაროტინი (20 მგ %) და ვიტამინი P, მთრიმლავი და მწარე ნივთიერებები, ფლავონოიდები, ეთერზეთები. თესლები 22 მგ% ცხიმოვან ზეთებს შეიცავს.
ნაყოფები საჭმელად გამოიყენება ნედლი სახით, განსაკუთრებით ყინვების შემდეგ, როდესაც უფრო ტკბილი ხდება; მის ძირითად მასას იყენებენ საკონდიტრო წარმოებაში მარმელადის, მურაბის, პასტის, ღვინის, ლიქიორის, ძმრის, ბურახისა და ტკბილი სეროფების დასამზადებლად. გამშრალ ნაყოფებს იყენებენ როგორც პროფილაქტიკურ და სამკურნალო ვიტამინირებულ საშუალებას, შედის აფთიაქებში გასაყიდ ვიტამინირებული ნაკრებების შემადგენლობაში.
ხასიათდება ანტიმიკრობული, სისხლდენის შემაჩერებელი, ანტიცინგური, შემომგარსავი, ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობების შემახორცებელი, შარდმდენი, სოკოს საწინააღმდეგო, ნაღველმდენი, სისხლში ქოლესტერინის დონის დამწევი მოქმედებით.
მედიცინაში გამოიყენება: ქოლეცისტიტის, ფაღარათის, დიზენტერიის, შეკრულობის, თირკმელკენჭოვანი დაავადებების, კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობის, ავიტამინოზის, ჰიპერტონიული დაავადების, ბუასილის დროს.
სიფრთხილის ღონისძიებები: ინდივიდუალური შეუთავსებლობა.