უზანი
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
* [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | * [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | ||
| − | * | + | * [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].[[https://catalog.nplg.gov.ge/record=b4616241~S1*geo]] |
[[კატეგორია:ბუჩქოვანი მცენარეები]] | [[კატეგორია:ბუჩქოვანი მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ცხრატყავასებრნი]] | [[კატეგორია:ცხრატყავასებრნი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 10:30, 3 ნოემბერი 2023 მდგომარეობით
უზანი – (Viburnum lantana L.); ოჯახი: ცხრატყავასებრნი (Caprifoliaceae). მეგრულად – ღუზანი.
1-3 მ სიმაღლის ბუჩქია, ნორჩი ტოტების ფოთლების ქვედა მხარე და ფოთლის ყუნწები სქლად არის შებუსული. ფოთლები მთლიანია, მოკლეყუნწიანი, კვერცხისებური ან ელიფსური ფორმის, კიდეებზე დაკბილული; ზედა მხარე მუქი მწვანეა. ყვავილედი კენწრულია, ფარისებური. გვირგვინი მოყვითალო თეთრი ფერისაა. ნაყოფი კვერცხისებურ-ელიფსურია. ჯერ მწვანეა, შემდეგ – წითელი და ბოლოს – შავი. ყვ. VI-VII; ნაყ. VIII-IX. მცენარე იზრდება ქვიან და კლდოვან ადგილებში, ზოგჯერ. როგორც ქვეტყე. მშრალ მუხნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ უჯარმის მიდამოებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.
ნაყოფი და ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. ქერქიდან იღებენ მელანს, ფოთლებიდან კი ჩალისფერ-ყვითელ საღებავს.
ხალხურ მედიცინაში ნაყოფებს იყენებენ როგორც ოფლმდენ და შარდმდენ საშუალებას, აგრეთვე კუჭ-ნაწლავის დაავადებებისას. ნედლი, თაფლთან შერეულ ნაყოფების წყლიან ნაყენს იყენებენ გაციებისას.