ღვედკეცი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: right '''ღვედკეცი''' - Periploca graeca L. '''ქართლ. – ღორტყავა, ღვე...)
 
 
(2 მომხმარებლების 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Rvedkeci.PNG|200px|right]]  
 
[[ფაილი:Rvedkeci.PNG|200px|right]]  
 
'''ღვედკეცი''' - Periploca graeca L.
 
'''ღვედკეცი''' - Periploca graeca L.
 
 
'''ქართლ. – ღორტყავა, ღვედურა, იმერ., რაჭ. – მარგატე-- ლა, მაკრატელა, ქვ.იმერ., გურ. – ჯაშკუტა, ინგ. - ღოდკეც, მეგრ. – ჯაშქვიდუ'''
 
'''ქართლ. – ღორტყავა, ღვედურა, იმერ., რაჭ. – მარგატე-- ლა, მაკრატელა, ქვ.იმერ., გურ. – ჯაშკუტა, ინგ. - ღოდკეც, მეგრ. – ჯაშქვიდუ'''
  
ღვედკეცი ეკუთვნის ღვედკეცისებრთა ოჯახს. ხარობს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ [[საქართველო|საქართველოში]], უმეტესად ალაზნისპირა ჭალის და კოლხეთის დაბლობის ტყეებში. ღვედკეცი ლიანასებრი მცენარეა. მისი ღერო 30 მ-მდე სიგრძისაა. ფოთოლი ტყავისებრი, შიშველი და კიდემთლიანია. ზედა მხარე კაშკაშა მწვანეა, ქვედა – მკრთალი მწვანე. ღვედკეცი ყვავილობს მაისში და ივნისში. ყვავილები ღეროს კენწეროშია განლაგებული, მომწვანო იისფერია, ნახევარ-ქოლგისებრ ყვავილედად შეკრებილი, ნაყოფი წყვილი რკალისებრი ფოთლურააა, აგვისტოსა და სექტემბერში მწიფდება.
+
ღვედკეცი ეკუთვნის ღვედკეცისებრთა ოჯახს. ხარობს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ [[საქართველო|საქართველოში]], უმეტესად ალაზნისპირა ჭალის და კოლხეთის დაბლობის ტყეებში. ღვედკეცი ლიანასებრი მცენარეა. მისი [[ღერო]] 30 მ-მდე სიგრძისაა. [[ფოთოლი]] ტყავისებრი, შიშველი და კიდემთლიანია. ზედა მხარე კაშკაშა მწვანეა, ქვედა – მკრთალი მწვანე. ღვედკეცი ყვავილობს მაისში და ივნისში. ყვავილები ღეროს კენწეროშია განლაგებული, მომწვანო იისფერია, ნახევარ-ქოლგისებრ ყვავილედად შეკრებილი, ნაყოფი წყვილი რკალისებრი ფოთლურააა, აგვისტოსა და სექტემბერში მწიფდება.
  
 +
ღვედკეცი, მეგრულად – ჯაშქვიდუ.
 +
რელიქტური  სახეობაა,  10-12  მ-მდე  სიმაღლის ლიანა, ცილინდრული ფორმის ძლიერ დატოტვილი ფესურითა და ხვიარა ყლორტებით. ღეროსა და ტოტების ქერქი მურა-მონაცრისფეროა, დაფარულია წვრილი მოყვითალო-მურა ხორკლებით. ფოთლები ტყავისებრია, მოპირისპირედ განწყობილი, კვერცხისებრლანცეტა ან ლანცეტა ელიფსური, ზემოდან უფრო მუქი მწვანე, ქვემოდან კი მკრთალი. ყვავილებიმომწვანო-იისფერია, ნახევარქოლგისებრ ყვავილედებად შეკრებილი. ნაყოფი წყვილი რკალისებრი ფოთლურაა, რომელიც ხშირად წვერში ერთმანეთთანაა შეზრდილი, მომწიფებისას შიგნითა მხრიდან მთელ სიგრძეზე სკდება და ბეწვიანი მრავალი თესლი თანდათან სცვივა და ქარის საშუალებით ვრცელდება. ყვ. IV-VI; ნაყ. VII-VIII.
  
 +
იზრდება  მთის  ქვედა  და  იშვიათად  მთის  შუა  სარტყელში  1500  მ-მდე ზღვის დონიდან ტენიან ხეობებში, ტყის პირებსა და ბუჩქნარებში, მდინარეთა ნაპირებზე.
  
==წყარო==
+
მედიცინაში  ღვედკეცის  ქერქს  იყენებენ,  რომელსაც  ადრე გაზაფხულზე, წვენის  მოძრაობის  დაწყებისთანავე  ამზადებენ.  შეიცავს  ალკალოიდებს, ალდეჰიდებსა  და  9  დასახელების  გლიკოზიდებს.  ერთ-ერთი  გლიკოზიდისაგან მიღებულია პრეპარატი პერიპლოცინი, რომელიც სტროფანტინის მსგავსად გულის უკმარისობისას გამოიყენება სისხლის მიმოქცევის მოშლის მძიმე მდგომარეობის დროს. პერიპლოცინის თერაპევტული ეფექტი პულსის ცემის რიცხვის შემცირებაში, გულის კუმშვის გაძლიერებაში, სისხლის მიმოქცევის დაჩქარებაში, სულის ხუთვის შეგრძნების შემცირებასა და დიურეზის (შარდმენი) გადიდებაში გამოიხატება.
[[ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები]]
+
პერპიპლოცინს გულ-სისხლძარღვთა სისტემის უკმარობის II-III სტადიაზე იყენებენ. აღინიშნება საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება, მცირდება სულის ხუთვის შეგრძნება, გულის ცემა, ხელს უწყობს ძილის აღდგენას. მკურნალობის დაწყებიდან 8-12 დღის შემდეგ ბევრ შემთხვევებში ქრება ციანოზი (სისხლის მიმოქცევის მოშლით გამოწვეული სილურჯე, კანის და ლორწოვანი გარსის გალურჯება). კლებულობს შეშუპება, მცირდება პულსის სიხშირე და დეფიციტი. მოციმციმე არითმიისდროს ტახიკარდიის ინტენსივობა მცირდება.
  
 +
ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება პერიპლოცინი ძლიერი ტოქსიკური ნაერთია და ნედლეულის გამოყენება მხოლოდ ექიმის კონტრო ლქვეშაა შესაძლებელი.
  
 +
 +
 +
==წყარო==
 +
* [[ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები ხეები და ბუჩქები]]
 +
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].[[https://catalog.nplg.gov.ge/record=b4616241~S1*geo]]*
 
[[კატეგორია:ლიანასებრნი]]
 
[[კატეგორია:ლიანასებრნი]]
 
[[კატეგორია:ღვედკეცისებრნი]]
 
[[კატეგორია:ღვედკეცისებრნი]]
 
[[კატეგორია:ყვავილოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ყვავილოვანი მცენარეები]]

მიმდინარე ცვლილება 10:58, 3 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

Rvedkeci.PNG

ღვედკეცი - Periploca graeca L. ქართლ. – ღორტყავა, ღვედურა, იმერ., რაჭ. – მარგატე-- ლა, მაკრატელა, ქვ.იმერ., გურ. – ჯაშკუტა, ინგ. - ღოდკეც, მეგრ. – ჯაშქვიდუ

ღვედკეცი ეკუთვნის ღვედკეცისებრთა ოჯახს. ხარობს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, უმეტესად ალაზნისპირა ჭალის და კოლხეთის დაბლობის ტყეებში. ღვედკეცი ლიანასებრი მცენარეა. მისი ღერო 30 მ-მდე სიგრძისაა. ფოთოლი ტყავისებრი, შიშველი და კიდემთლიანია. ზედა მხარე კაშკაშა მწვანეა, ქვედა – მკრთალი მწვანე. ღვედკეცი ყვავილობს მაისში და ივნისში. ყვავილები ღეროს კენწეროშია განლაგებული, მომწვანო იისფერია, ნახევარ-ქოლგისებრ ყვავილედად შეკრებილი, ნაყოფი წყვილი რკალისებრი ფოთლურააა, აგვისტოსა და სექტემბერში მწიფდება.

ღვედკეცი, მეგრულად – ჯაშქვიდუ. რელიქტური სახეობაა, 10-12 მ-მდე სიმაღლის ლიანა, ცილინდრული ფორმის ძლიერ დატოტვილი ფესურითა და ხვიარა ყლორტებით. ღეროსა და ტოტების ქერქი მურა-მონაცრისფეროა, დაფარულია წვრილი მოყვითალო-მურა ხორკლებით. ფოთლები ტყავისებრია, მოპირისპირედ განწყობილი, კვერცხისებრლანცეტა ან ლანცეტა ელიფსური, ზემოდან უფრო მუქი მწვანე, ქვემოდან კი მკრთალი. ყვავილებიმომწვანო-იისფერია, ნახევარქოლგისებრ ყვავილედებად შეკრებილი. ნაყოფი წყვილი რკალისებრი ფოთლურაა, რომელიც ხშირად წვერში ერთმანეთთანაა შეზრდილი, მომწიფებისას შიგნითა მხრიდან მთელ სიგრძეზე სკდება და ბეწვიანი მრავალი თესლი თანდათან სცვივა და ქარის საშუალებით ვრცელდება. ყვ. IV-VI; ნაყ. VII-VIII.

იზრდება მთის ქვედა და იშვიათად მთის შუა სარტყელში 1500 მ-მდე ზღვის დონიდან ტენიან ხეობებში, ტყის პირებსა და ბუჩქნარებში, მდინარეთა ნაპირებზე.

მედიცინაში ღვედკეცის ქერქს იყენებენ, რომელსაც ადრე გაზაფხულზე, წვენის მოძრაობის დაწყებისთანავე ამზადებენ. შეიცავს ალკალოიდებს, ალდეჰიდებსა და 9 დასახელების გლიკოზიდებს. ერთ-ერთი გლიკოზიდისაგან მიღებულია პრეპარატი პერიპლოცინი, რომელიც სტროფანტინის მსგავსად გულის უკმარისობისას გამოიყენება სისხლის მიმოქცევის მოშლის მძიმე მდგომარეობის დროს. პერიპლოცინის თერაპევტული ეფექტი პულსის ცემის რიცხვის შემცირებაში, გულის კუმშვის გაძლიერებაში, სისხლის მიმოქცევის დაჩქარებაში, სულის ხუთვის შეგრძნების შემცირებასა და დიურეზის (შარდმენი) გადიდებაში გამოიხატება. პერპიპლოცინს გულ-სისხლძარღვთა სისტემის უკმარობის II-III სტადიაზე იყენებენ. აღინიშნება საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება, მცირდება სულის ხუთვის შეგრძნება, გულის ცემა, ხელს უწყობს ძილის აღდგენას. მკურნალობის დაწყებიდან 8-12 დღის შემდეგ ბევრ შემთხვევებში ქრება ციანოზი (სისხლის მიმოქცევის მოშლით გამოწვეული სილურჯე, კანის და ლორწოვანი გარსის გალურჯება). კლებულობს შეშუპება, მცირდება პულსის სიხშირე და დეფიციტი. მოციმციმე არითმიისდროს ტახიკარდიის ინტენსივობა მცირდება.

ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება პერიპლოცინი ძლიერი ტოქსიკური ნაერთია და ნედლეულის გამოყენება მხოლოდ ექიმის კონტრო ლქვეშაა შესაძლებელი.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები