სამეფო გვიმრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: სამეფო გვიმრა - Osmunda regalis Fam. Osmundaceae – ოჯ. ოსმუნ...)
 
ხაზი 10: ხაზი 10:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
* ბიძინაშვილი, რ., ჟორდანია, მ., მაისაია, ი. სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები. - თბ., 2023 [[https://catalog.nplg.gov.ge/record=b4616241~S1*geo]].
+
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].[[https://catalog.nplg.gov.ge/record=b4616241~S1*geo]]
  
 
[[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]]
 
[[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]]
 
[[კატეგორია:სპოროვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:სპოროვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]

20:16, 5 ნოემბერი 2023-ის ვერსია

სამეფო გვიმრა - Osmunda regalis

Fam. Osmundaceae – ოჯ. ოსმუნდასებრნი Osmunda regalis L. – სამეფო გვიმრა.

გვიმრას სახეობებიდან ყველაზე ლამაზი და ფრიად დეკორატიულია. მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა ძლიერი, ირიბი ფესურით. ფოთლები დიდი ზომისაა, ფართო ოვალური, თითქმის ტყავისებრი, ორმაგ ფრთისებრი, ფოთლის ქვედა უნაყოფო ნაწილი უფრო დიდია ზედა სასპორე ნაწილზე. სანაყოფე ნაწილის სეგმენტები დაპატარავებულია, საგველას მსგავსადაა შეკრებილი, ორივე მხარეზე სქლადაა მოფენილი სფეროსებრი სოროსებით. ყვ. V-VI; ნაყ. VIII-IX.

იზრდება კოლხეთის დაბლობის ტენიან დაჭაობებულ ადგილებში, ძირითადად ზღვის სანაპიროზე; იშვიათად აღწევს მთის წინების სარტყლამდე. გვხვდება უმთავრესად ტენიან მურყნარებში და ტორფიანებში, წარმოდგენილია მცირე რაოდენობით.

ფოთლები შეიცავს სიტოსტერინს. ფესურა – მწკლარტე ნივთიერებებს. გამოიყენებოდა პოტაშის მისაღებად, ტყავის მოსათრიმლად. ზოგიერთ ადგილებში ჭლექიან ავადმყოფებს აწვენდნენ ოსმუნდის ფოთლებით მოფენილ საწოლზე. ფესურა მოქმედებს როგორც სუსტი გამტარი და ხელს უწყობს ნაღვლის გამოყოფას. ფესურას გული ხალხში იხმარებოდა რაქიტისა და საყმაწვილო სენის განსაკურნავად (Ролловъ, 1908).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები