კლდის ძირტკბილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კლდის ძირტკბილა“ გადაიტანა გვერდზე „კილამურა“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კილამურა“ გადაიტანა გვერდზე „კლდის ძირტკბილა“ გადამისამართე...)

01:04, 7 ნოემბერი 2023-ის ვერსია

კლდის ძირტკბილა, კილამურა - Polypodium vulgare

Polypodium vulgare L.კლდის ძირტკბილა, კილამურა.

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები გაზაფხულზე ვითარდება და გვიან შემოდგომამდე რჩება. ფოთლის ფირფიტა მოხაზულობით მეტწილად მოგრძო-ლანცეტააა, ერთმაგ ფრთისებრ განკვეთილი, სეგმენტები ცოტად თუ ბევრად კიდემთლიანია, ძირში გაფართოებული, სეგმენტებზე მეორადი ძარღვები ორმაგ ორთითასებრია. სორუსები მრგვალია, დიდი ზომის, საბურველი არა აქვს. ყვ. VI-IX.

იზრდება ტყის ყველა სარტყელში, უპირატესად ქვედა და შუა, უფრო იშვიათად სუბალპურ სარტყელში, კლდეებზე, ქვებზე, განსაკუთრებით ხავსიანებზე, ღორღიან ნიადაგებზე და სხვ.

კავკასიის ხალხურ მედიცინაში ფესურების ნახარშს იყენებდნენ ხველების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე პირის ღრუს დაავადებებისას. გამშრალ ფესურებს მედიცინაში ადრეულ პერიოდებში ხმარობდნენ როგორც შარდმდენ, ჭიისმდენ და აბორტულ საშუალებას. აგრეთვე ელენთის, ღვიძლის, შარდის ბუშტის ტკივილებისას. სადღეისოდ გამოიყენება მხოლოდ ხალხურ მედიცინაში (Ролловъ, 1908).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები