აშოტ კუხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 14:31, 8 ნოემბერი 2023 მდგომარეობით
აშოტ კუხი − (896-918), ერისთავთერისთავი, ბაგრატიონთა კლარჯეთის შტოს წარმომადგენელი, აშოტ I კურაპალატის შვილიშვილი, გურგენ I კურაპალატის ძე. შავშეთ-არტაანის, სამცხისა და აჭარის მმართველი.
რეზიდენცია ჰქონდა ტბეთში. აშოტ კუხის აგებულია ტბეთის ტაძარი, რომელიც გადაიქცა მისივე შექმნილი ტბეთის ეპარქიის საკათედრო ტაძრად. აშოტ კუხის მმართველობის პერიოდში ტბეთი განათლებისა და კულტურული მნიშვნელოვან ცენტრად იქცა. აშოტ კუხი ხელს უწყობდა ლიტერატურულ საქმიანობას. მისი შეკვეთით არის დაწერილი ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობის თვალსაჩინო ძეგლი – სტეფანე მტბევარის „მიქელ გობრონის წამება“.
გ. მარუაშვილი
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ინგოროყვა პ.,გიორგი მერჩულე, თბ., 1954;
- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).
| |