ბელადონა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''<big>ბელადონა</big>''' '''ოჯახი - Solanaceae - ძაღლყურძენასებრნი''' <br /> '''გვარი...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Beladona.PNG|thumb|წარწერის ტექსტი]]
 
'''<big>ბელადონა</big>'''  
 
'''<big>ბელადონა</big>'''  
  

01:08, 9 ნოემბერი 2023-ის ვერსია

წარწერის ტექსტი

ბელადონა

ოჯახი - Solanaceae - ძაღლყურძენასებრნი
გვარი - Atropa L- ბელადონა
სახეობა - A. Belladona - ჩვეულებრივი ბელადონა

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. დაახლოებით 2მ სიმაღლის, ხორცოვანი ფესვებით და მოკლევმიწისქვეშა ღეროებით. ფოთლები კვერცხისებურია, წამახვილებული ბოლოებით. ფოთოლთგანლაგება ძირა ნაწილში მორიგეობითაა, ზედა ნაწილში კი, სადაც ყვავილებია განლაგებული - მოპირისპირე. ყვავილი 5 – წევრიანი, ჯამი მილისებურ-ზარისებრი, 20-30 მმ სიგრძის, მოყავისფრო-იისფერი ანდა მოწითალო. ნაყოფები შავი, პრიალა კენკრაა. ყვავის ზაფხულში. მრავლდება თესლით.

გავრცელებულია კავკასიასა და იმიერკაეკასიაში, კარპატებში, ყირიმში. სახლობს ერთეულებად, იშვიათად ჯგუფურად. რადგან ბუნებრივი რესურსები მცირეა, მისდევენ მის კულტივირებას.

ძლიერ შხამიანი მცენარეა. მცენარის ყველა ნაწილში გროედება შხამიანი ალკალოიდები: ატროპინი, ციამინი, სკოპოლანი (განსაკუთრებით ფესვებსა და ფოთლებში). ნაყენი და ექსტრაქტები გამოიყენება სპაზმებსაწინააღმდეგოდ, ასთმისა და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებად. შედის შემდეგი პრეპარატების შემადგენლობაში: „ასტმატოლი”, ,ბეკარბინი”, „ბესალოლი” , „,სოლუტანი”, და ა.შ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები