კოლხური სურო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(2 მომხმარებლების 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Hedera.PNG|160px|right]]  
 
[[ფაილი:Hedera.PNG|160px|right]]  
[[ფაილი:Example.png|thumb|წარწერის ტექსტი]]
 
 
'''კოლხური სურო''' - Hedera colchica (K.Koch) K.Koch   
 
'''კოლხური სურო''' - Hedera colchica (K.Koch) K.Koch   
  
ხაზი 16: ხაზი 15:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
* [[ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები ხეები და ბუჩქები]]
 
* [[ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები ხეები და ბუჩქები]]
* ბიძინაშვილი, რ., ჟორდანია, მ., მაისაია, ი. სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები. - თბ., 2023 [[https://catalog.nplg.gov.ge/record=b4616241~S1*geo]].
+
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].[[https://catalog.nplg.gov.ge/record=b4616241~S1*geo]]*
[[კატეგორია:ბუჩქოვანი მცენარეები]]
+
[[კატეგორია:სუროსებრნი]]
+
 
[[კატეგორია:ბუჩქოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ბუჩქოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:სუროსებრნი]]
 
[[კატეგორია:სუროსებრნი]]

მიმდინარე ცვლილება 00:50, 12 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

Hedera.PNG

კოლხური სურო - Hedera colchica (K.Koch) K.Koch

ქართლ., კახ. – ფათალო, ინგ. — ჟუან, ჭან. – მსიჯი, მსუჯი, მეგრ. — სურუ, ცურუ, სვან. – ბარდ, ბაარდ.

კუთხური სახელწოდებები ეკუთვნის სუროსებრთა ოჯახის სხვა წარმომადგენლებსაც. კოლხური სურო სუროსებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ველურად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში. მცოცავი ბუჩქია, ხეებზე ძალიან მაღლა აცოცდება ხოლმე და დამატებითი ფესვებით ემაგრება, თუმცა გვხვდება მიწაზე გართხმულიც. მარადმწვანეა. ფოთოლი 10-15 სმ სიგრძისაა და 6-12 სმ სიგანის, ტყავისებრი, ზედა მხრიდან შიშველი, ქვედა მხრიდან მოყვითალო ქერქლოვანი ბეწვით მოფენილი. ფოთოლი მწვანეა, მაგრამ შემოდგომის დამლევს და ზამთარში სიცივისგან მოწითალო და იისფერ — მოწითალო ელფერს იძენს.

კოლხური სურო მეგრულად – ცურუ, რელიქტური ლიანაა, ფესვმომკიდე ტოტებით და მარადმწვანე ტყავისებრი, უთანაფოთლო, მომრგვალო ან მომრგვალო-გულისებრი მოყვანილობის ფოთლებით, ზემოდან შიშველია, ქვემოდან — მოყვითალო ქერქლოვანი ბეწვითაა მოფენილი. ყვავილები ორსქესიანია, მომწვანო-ყვითელი, სფერულ ქოლგისებრ ყვავილედებად შეკრებილი, რომლებიც თავის მხრივ ქოლგისებრ ყვავილედებადაა თავმოყრილი. ნაყოფი მომრგვალო კენკრაა, შავი ფერის, 5-ბუდიანი. ყვ. IX-X; ნაყოფი მწიფდება მეორე წლის გაზაფხულზე.

იზრდება დაჩრდილულ ადგილებზე, ტყეებში.

ა. როლოვის თანახმად (1908) კოლხური სურო კავკასიის მოსახლეობის მიერ ჩვეულებრივი სუროს იდენტურად გამოიყენება.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები