მარიონ დელორმი (ჰიუგო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''„მარიონ დელორმი, ანუ დუელი რიშელიეს ეპოქაში“''' – ფრანგი მწე...)
 
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 11: ხაზი 11:
 
„მარიონ დელორმი“ XIX საუკუნის ლირიკული პოეზიის მშვენიერი ნიმუშია. ჰიუგოს ენა ამ პიესაში ცოცხალი და მრავალფეროვანია,
 
„მარიონ დელორმი“ XIX საუკუნის ლირიკული პოეზიის მშვენიერი ნიმუშია. ჰიუგოს ენა ამ პიესაში ცოცხალი და მრავალფეროვანია,
 
სალაპარაკო ენას დიდიესა და მარიონის სასიყვარულო სცენების მაღალი პოეტიკა ენაცვლება.
 
სალაპარაკო ენას დიდიესა და მარიონის სასიყვარულო სცენების მაღალი პოეტიკა ენაცვლება.
 +
 +
''მარინა ხარატიშვილი''
  
  
ხაზი 16: ხაზი 18:
 
* [[მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III]]
 
* [[მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III]]
 
[[კატეგორია:დრამატურგია]]
 
[[კატეგორია:დრამატურგია]]
[[კატეგორია:ჰიუგოს პიესები]]
+
[[კატეგორია:ვიქტორ ჰიუგოს პიესები]]
[[კტეგორია:ვიქტორ ჰიუგო]]
+
[[კატეგორია:ვიქტორ ჰიუგო]]

მიმდინარე ცვლილება 01:37, 13 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

„მარიონ დელორმი, ანუ დუელი რიშელიეს ეპოქაში“ – ფრანგი მწერალისა და დრამატურგის ვიქტორ ჰიუგოს დრამა ხუთ მოქმედებად.(1829) ცენზურამ აკრძალა, რომელმაც გონებასუსტი ლუი XIII-ის სახეში, იმხანად ტახტზე მჯდომ მეფე შარლ მეათეზე მინიშნება დაინახა. პიესა სცენაზე მხოლოდ 1831 წელს, ბურბონების დამხობის შემდეგ დაიდგა.

ეს პიესა რომანტიზმის იდეურ-შემოქმედებითი პრინციპების ბრწყინვალე ხორცშესხმაა. ამ დრამაში ჰიუგოს შემოქმედებაში პირველად ჩნდება სამეფო კართან - არისტოკრატიულ საზოგადოებასთან დაპირისპირებული „დაბალი“ წარმომავლობის გმირის რომანტიკული სახე. პიესის სიუჟეტი ეფუძნება ტრაგიკულ კონფლიქტს უთვისტომო ჭაბუკის, დიდიესა და კურტიზანი ქალის, მარიონ დელორმის ამაღლებულ და პოეტურ სიყვარულსა და მეფის ხელისუფლების არაადამიანურობას შორის. ჰიუგო ძალზე ზუსტად განსაზღვრავს მოქმედების დროს - ეს 1638 წელია. ავტორი ისწრაფის წარმოაჩინოს ისტორიული სიტუაცია. პიესაში საუბარია ესპანეთთან ომზე, ჰუგენოტების დასჯაზე და ა. შ.

დიდიეს და მარიონს ძლიერი მტრები უპირისპირდებიან: სასტიკი, მხდალი მეფე ლუი XIII, „წითელმანტიიანი ჯალათი“ - კარდინალი რიშელიე, ტიტულოვანი „ოქროს ახალგაზრდობის“ ჯგუფი. მათი ძალები არათანაბარია და ბრძოლა სხვანაირად ვერ დამთავრდება, თუ არა გმირების დაღუპვით. მაგრამ მიუხედავად ამისა, დიდიესა და მარიონის სულიერი სამყაროს ზნეობრივი სილამაზე და სისპეტაკე, მათი კეთილშობილება, თავგანწირულობა და სიმამაცე ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში სიკეთის საბოლოო გამარჯვების საწინდარია.

განსაკუთრებული ოსტატობით ხატავს ავტორი რიშელიეს სახეს. კარდინალი არც ერთხელ არ ჩნდება მაყურებლის წინაშე, თუმცა დრამის ყველა გმირის ბედი სწორედ მასზეა დამოკიდებული, მასზე შეძრწუნებული ლაპარაკობს ყველა მოქმედი გმირი, მეფეც კი. და მხოლოდ ფინალში მარიონის ვედრების პასუხად სიკვდილით დასჯის გაუქმების თაობაზე, ისმის ჯალამბარის ფარდის უკან დამალული უჩინარი კარდინალის ავის მომასწავებელი ხმა: „არა, გაუქმება არ ეგების!“.

„მარიონ დელორმი“ XIX საუკუნის ლირიკული პოეზიის მშვენიერი ნიმუშია. ჰიუგოს ენა ამ პიესაში ცოცხალი და მრავალფეროვანია, სალაპარაკო ენას დიდიესა და მარიონის სასიყვარულო სცენების მაღალი პოეტიკა ენაცვლება.

მარინა ხარატიშვილი


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები