ბასილი მთაწმინდელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
ხაზი 22: ხაზი 22:
 
[[კატეგორია:წმინდანები]]
 
[[კატეგორია:წმინდანები]]
 
[[კატეგორია:სასულიერო პირები]]
 
[[კატეგორია:სასულიერო პირები]]
 +
[[კატეგორია:ათონის მთაზე მოღვაწე ქართველი სასულიერო პირები]]
 
[[კატეგორია:ბერები]]
 
[[კატეგორია:ბერები]]

მიმდინარე ცვლილება 13:07, 14 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

წმ.ბასილი მთაწმინდელი

ბასილი მთაწმინდელი – (XIII საუკუნის II ნახევარი), წმ. ღირსი მამა (ხსენების დღე 18.04/01.05), ათონზე მოღვაწე ქართველი ბერი, „საღმრთოთა წესითა აღსავსე და წინასწარცნობისა მადლითა განბრწყინვებული“. ჟამთააღმწერლის მიხედვით, მას შემდეგ, რაც საქართველოს მეფე დიმიტრი II (1270-1289), ერთ დროს „...მონაზონთა და ეკლესიაა, ყოველთა წესთა საღმრთოთა და კაცობრივთა კეთილად ზედამიწევნით მმართებელი სისრულისაგან მცირედ მიდრკა და აღერია წარმართთა და ისწავნა საქმენი მათნი... და მოიყვანნა ცოლნი სამნი...“ ათონიდან ჩამოვიდა ბასილი მთაწმინდელი, რომელიც „მოიწია წინაშე დიმიტრი მეფისა... და ვითარცა მოციქული ძლიერად ამხილებდა და წინააღუდგებოდა მეფესა უწესოსა მისთჳს ქორწინებისა და ასწავებდა სიწმიდესა“. მეფესთან ერთად ბასილი მთაწმინდელი მთავრებსაც (დიდებულებს) ამხელდა და მოუწოდებდა, დაჰბრუნებოდნენ ქრისტიანული ცხოვრების წესს. ბასილი მთაწმინდელმა, როდესაც „ვერა რაჲ არწმუნა მეფესა“, ამ სიტყვებით მიმართა დიმიტრი II-ს: „უკეთუ არა განეყენო უწესოთა ქორწილ-შეყოფათა და შეურაცხ-ყვენ სიტყუანი ჩემნი, ბოროტად და უპატიოდ მოიკლა მძლავრთა მიერ, და ოჴერ იქმნე სამეფოსაგან შენისა, და შვილნი შენნი მიმოდაიბნინენ და სხუამან დაიპყრას მეფობა შენი“.

ჟამთააღმწერელი დიმიტრი II თავდადებულის სიკვდილით დასჯის აღწერის შემდეგ დასძენს: „ესრეთ სრულ იქმნა წინასწართქმული ბასილი მთაწმიდელისა“.

ბასილი მთაწმინდელი იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ექვთიმე (ეფთჳმე) III-ის ბიძა.

ნ. აბაშიძე


Logo1.JPG ბასილი მრავალმნიშვნელოვანი

[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა

  • ჟამთა აღმწერელი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.
  • ქართველ წმინდანთა ცხოვრება, ზუგდ., 1997.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები