ოთხკუთხედი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 16: ხაზი 16:
 
[[კატეგორია:მათემატიკა]]
 
[[კატეგორია:მათემატიკა]]
 
[[კატეგორია:გეომეტრია]]
 
[[კატეგორია:გეომეტრია]]
 +
[[კატეგორია:გეომეტრიული ფიგურები]]

17:19, 14 ნოემბერი 2023-ის ვერსია

ოთხკუთხედი – მრავალკუთხედი, რომლის გვერდების რიცხვია ოთხი. ოთხკუთხედის კერძო სახეებია: პარალელოგრამი (იხ.), მართკუთხედი (იხ.), კვადრატი (იხ.), რომბი (იხ.), ტრაპეცია (იხ.).

ნებისმიერი ამოზნექილი ოთხკუთხედის შიგა კუთხეების ჯამია 360°, ხოლო ფართობი S = Koord015.png d1 d2 sinα, სადაც d1 და d2 – ოთხკუთხედის დიაგონალებია, α – კუთხე მათ შორის.

ოთხკუთხედში შეიძლება წრეწირის ჩახაზვა მაშინ და მხოლოდ მაშინ, თუ ოთხკუთხედის მოპირდაპირე გვერდების ჯამი ერთმანეთის ტოლია: a + c = b + d.

ოთხკუთხედზე შეიძლება წრეწირის შემოხაზვა მაშინ და მხოლოდ მაშინ, თუ ოთხკუთხედის მოპირდაპირე კუთხეების ჯამი ერთმანეთის ტოლია და უდრის 180° -ს: α + γ = β + δ.

წრეწირში ჩახაზული ოთხკუთხედისათვის a c + b d = d1 d2, ხოლო ამ ოთხკუთხედის ფართობი

S= √(p - a)(p - b)(p-c)(p - d), სადაც P = Koord015.png (a + b + c + d).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები