ჩიჟავასძე კახაბერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კახაბერ ჩიჟავასძე“ გადაიტანა გვერდზე „ჩიჟავასძე კახაბერ“ გად...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჩიჟავასძე კახაბერ“ გადაიტანა გვერდზე „კახაბერ ჩიჟავასძე“ გად...) |
15:05, 5 ივნისი 2017-ის ვერსია
ჩიჟავასძე კახაბერ - ამირეჯიბი XIV ს-ის 80-იანი წწ. ამ პერიოდში სამეფო კარზე დიდად დაწინაურებული ჩანს ჩიჟავაძეთა საგვარეულო. ნათესაური კავშირები ჰქონდათ მათ სამეფო ოჯახთანაც. დაახლოებით XIV ს-ის ბოლო მეოთხედში ამირეჯიბი კახაბერ ჩიჟავასძეს ცოლად ჰყოლია ულუმპია, ბაგრატ V-ის (1360-1393) ასული, რაზედაც იუწყება ულუმპიას შეწირულების საბუთი სვეტიცხოველისადმი. იგივე ფაქტი დადასტურებულია სინას მთის წმმინდა ეკატერინეს მონასტრის სულთა მატიანეში ულუმპიას სახელზე დაწესებულ მოსახსენებელში.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017