გლედიჩია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 18: ხაზი 18:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].[[https://catalog.nplg.gov.ge/record=b4616241~S1*geo]]*
+
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].
 
* [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
* [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
  
ხაზი 24: ხაზი 24:
 
[[კატეგორია:ცეზალპინიისებრნი]]
 
[[კატეგორია:ცეზალპინიისებრნი]]
 
[[კატეგორია:თაფლოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:თაფლოვანი მცენარეები]]
[[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]]
+
[[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]]

18:34, 15 ნოემბერი 2023-ის ვერსია

გლედიჩია

გლედიჩია − (ლათ. gleditschia).

მეგრულად – რუსული ლაკაცია, რუსული აკაცია, ქარო აკაცია.

ხის ჯიში, რომელიც გავრცელებულია ამერიკის კონტინენტზე და კასპიისპირეთში. ცნობილია თორმეტამდე სახეობა. ამერიკული გლედიჩია ტანმაღალი ხეა, გული მოვარდისფრო აქვს, მაგარია და წყალში საკმაოდ გამძლე. კასპიის გლედიჩია ტანდაბალი ხეა (13 მ-მდე). მერქანი მოყვითალო ფერის აქვს. მაგარია, მაგრამ ადვილად ლპება. საქართველოში გავრცელებულია სხვადასხვა სახელით: ქაჯეკალა, ღობის ეკალი, რუსული ეკალი, ქაცვი-ეკალი, დიდი ეკალი, საწოვარა (იმერეთი); ხეეკალა, ხელურსმანა, ლურსმანა, ჭოტი ხე (კახეთი); დიდეკალა (ქიზიყი) და სხვ.

25-45 მ¬მდე სიმაღლის ფოთოლმცვენი ხეა. ტოტები დაფარულია 10 სმ-მდე სიგრძის, პრიალა მუქი მურა ფერის ეკლებით. ფოთოლაკები ოვალურია, კიდეებზე კბილისებრ დაკბილული ყვავილები მოყვითალო-მწვანეა, შეკრებილია მტევნისებრ ყვავილედებად. ნაყოფი ბრტყელი, მუქი ყავისფერი ჭოტია 40 სმ¬მდე სიგრძის. ყვ. VI-VII; ნაყ. X-XI.

სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა; სადღეისოდ გავრცელებულია პრაქტიკულად მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.

ნაყოფები შეიცავს ლორწოვან და მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, ვიტამინებს (C, K), ალკალოიდებს, კერძოდ ტრიაკანტინს, ტრიტერპენულ საპონინებს.

სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება მწიფე ნაყოფები და ნორჩი ფოთლები. მიღებულია პრეპარატი, რომელიც იხმარება კუჭის სპაზმების სამკურნალოდ. ფოთლებისა და ნაყოფების ნახარშები მიიღება ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთების, კოლიტისა და კუჭის წყლულის, ქრონიკული გასტრიტის შემთხვევაში; ნაყოფების ნახარში გამოიყენება ქრონიკული ყაბზობის, ქრონიკული პოლიართრიტის, ტრომბოფლებიტის დროს.

მცენარე შხამიანია! ნაყოფებში არსებული საპონინების დიდი რაოდენობა მაღალ დოზებში იწვევს მოწამლვას, რაც გამოიხატება პირღებინებაში, თავბრუსხვევაში, ნერწყვის გაძლიერებულ გამოყოფასა და კანის სიმკრთალეში. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისთანავე მომენტალურად უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები