მინდვრის ნარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 14: ხაზი 14:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].[[https://catalog.nplg.gov.ge/record=b4616241~S1*geo]]*
+
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].
  
 
[[კატეგორია: საქართველოს ფლორა]]
 
[[კატეგორია: საქართველოს ფლორა]]
[[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]]
+
[[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]]

19:16, 15 ნოემბერი 2023-ის ვერსია

Cirsium arvense

Cirsium arvense (L.) Scop.მინდვრის ნარი.

მრავალწლოვანი ბალახოვანი 30-200 სმ-მდე სიმაღლის მცენარეა გრძელი მთავარღერძა და გვერდითი ფესვებით. ღერო სწორმდგომია, დაღარული, ზევითკენ დატოტვილი, ზოგჯერ მარტივი, შიშველი ან მონაცრისფროდ შებუსვილი. ფოთლები მორიგეობითია, თითქმის მჯდომარე, მოგრძო ლანცეტა, კიდეამოკვეთილი ან ფრთისებრ დაყოფილი, კიდეეკლებიანი. ყვავილები ერთსქესიანია, მოწითალო-იისფერი ან თეთრი, შეკრებილია კალათებად, რომლებიც თავის მხრივ ფარისებრ-საგველა ყვავილედებადაა შეკრებილი. ნაყოფი გვერდებმიტკეცილი, ცილინდრული მონაცრისფრო თესლურაა, ფრთისებრ დატოტვილი, ძირში რგოლად შეერთებული ქოჩრის ბეწვებით. ყვ.VI-XI; ნაყ. VIII-XI.

მინდვრის ნარი

ფართოდ გავრცელებული სარეველაა, იზრდება მინდვრებში, ბოსტნებში, ტყის ახალგაზრდა ნარგაობებში. ქიმიური შემადგენლობა სუსტადაა შესწავლილი, ცნობილია, რომ შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ალკალოიდებს, გლიკოზიდებს, ცხიმებს, ფისებს, ეთერზეთებს. სამკურნალოდ გამოიყენება ფესვები და მიწისზედა ნაწილი.

ბალახის ნახარში რეკომენდირებულია ჭვლების, კანის დაავადებებისა და ბუასილის სამკურნალოდ. ნედლი ბალახის ფაფა ხსნის ქავილს, ანთებით პროცესებს, ეგზემას და სირსველს (ლიქენს). ყვავილებისა და ფესვების ნახარში შველის თავის ტკივილებს, ეპილეპსიას, ნერვულ¬ფსიქიურ დაავადებებს.

ხალხურ მედიცინაში მცენარის მშრალი მოყვავილე ყლორტები გამოიყენება ფილტვის სიმსივნეების სამკურნალოდ. ცნობილია, რომ ნარი იწვევს ერიტროპოეზს (ძვლის ტვინში სისხლწარმოქმნა), რაც მეტად მნიშვნელოვანია ონკოავადმყოფისთვის, განსაკუთრებით სისხლიანი ნახველის შემთხვევაში.

მცენარე შხამიანია! გამოყენებისას სიფრთხილისა და რეცეპტში მითითებული დოზების ზუსტი დაცვაა საჭირო.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები