სკოპოლია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 2: ხაზი 2:
 
'''Scopolia carniolica Jacq.''' – '''სკოპოლია, კავკასიური სკოპოლია'''.
 
'''Scopolia carniolica Jacq.''' – '''სკოპოლია, კავკასიური სკოპოლია'''.
  
მრავალწლოვანი 30-50 სმ სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა, ხორცოვანი, სუსტად დატოტვილი ფესურით, რომელიც ღეროსეული ნაჭდევებითაა დაფარული – წლიური ნამატების საზღვრები. მიწისზედა ნაწილი შედგება ვეგეტატიური ყლორტებისაგან, 10-13 ქვედა, მჯდომარე, ქერქლისებრი [[ფოთოლი|ფოთლებით]], რომლებიც თანდათანობით გადადის შუა თანაფოთლებში. ყლორტი მთავრდება წვეროსეული [[ყვავილი|ყვავილით]]; სუსტ ეგზემპლარებში 1 ყვავილი ვითარდება, მძლავრ მცენარეებში – 1-3 შეფოთლილი ყვავილედი. გვირგვინი ზარისებრია ან მილისებრ-ზარისებრი, გარედან ალუბლისფერ-იისფერი ან მურა წითელი, შიგნიდან მოყვითალო-მურა ან მკრთალი იისფერი. ნაყოფი მომრგვალო კოლოფია, მრავალრიცხოვანი თესლით. ყვ. III-IV; ნაყ. V-VI.
+
მრავალწლოვანი 30-50 სმ სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა, ხორცოვანი, სუსტად დატოტვილი ფესურით, რომელიც ღეროსეული ნაჭდევებითაა დაფარული – წლიური ნამატების საზღვრები. მიწისზედა ნაწილი შედგება ვეგეტატიური ყლორტებისაგან, 10-13 ქვედა, მჯდომარე, ქერქლისებრი [[ფოთოლი|ფოთლებით]], რომლებიც თანდათანობით გადადის შუა თანაფოთლებში. ყლორტი მთავრდება წვეროსეული [[ყვავილი|ყვავილით]]; სუსტ ეგზემპლარებში 1 ყვავილი ვითარდება, მძლავრ მცენარეებში – 1-3 შეფოთლილი [[ყვავილედი]]. გვირგვინი ზარისებრია ან მილისებრ-ზარისებრი, გარედან ალუბლისფერ-იისფერი ან მურა წითელი, შიგნიდან მოყვითალო-მურა ან მკრთალი იისფერი. [[ნაყოფი]] მომრგვალო კოლოფია, მრავალრიცხოვანი [[თესლი]]თ. ყვ. III-IV; ნაყ. V-VI.
  
 
იზრდება ტყეებში მთის შუა სარტყლამდე.
 
იზრდება ტყეებში მთის შუა სარტყლამდე.
ხაზი 12: ხაზი 12:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].[[https://catalog.nplg.gov.ge/record=b4616241~S1*geo]]
+
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].
  
 
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ძაღლყურძენასებრნი]]
 
[[კატეგორია:ძაღლყურძენასებრნი]]
[[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]]
+
[[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]]

მიმდინარე ცვლილება 19:37, 15 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

სკოპოლია - Scopolia carniolica Jacq.

Scopolia carniolica Jacq.სკოპოლია, კავკასიური სკოპოლია.

მრავალწლოვანი 30-50 სმ სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა, ხორცოვანი, სუსტად დატოტვილი ფესურით, რომელიც ღეროსეული ნაჭდევებითაა დაფარული – წლიური ნამატების საზღვრები. მიწისზედა ნაწილი შედგება ვეგეტატიური ყლორტებისაგან, 10-13 ქვედა, მჯდომარე, ქერქლისებრი ფოთლებით, რომლებიც თანდათანობით გადადის შუა თანაფოთლებში. ყლორტი მთავრდება წვეროსეული ყვავილით; სუსტ ეგზემპლარებში 1 ყვავილი ვითარდება, მძლავრ მცენარეებში – 1-3 შეფოთლილი ყვავილედი. გვირგვინი ზარისებრია ან მილისებრ-ზარისებრი, გარედან ალუბლისფერ-იისფერი ან მურა წითელი, შიგნიდან მოყვითალო-მურა ან მკრთალი იისფერი. ნაყოფი მომრგვალო კოლოფია, მრავალრიცხოვანი თესლით. ყვ. III-IV; ნაყ. V-VI.

იზრდება ტყეებში მთის შუა სარტყლამდე.

სამკურნალო ნედლეულია ფესურები, ამზადებენ გაზაფხულზე ნაყოფმსხმოიარობამდე. მცენარის ყველა ორგანო შეიცავს ტროპანულ ალკალოიდებს: ჰიოსციამინს (რომელიც ალკალოიდების ჯამის ძირითად ნაწილს შეადგენს), სკოპოლამინს, ტროპინს, პსევდოტროპინს, სკოპოლეტინს და სხვ. ფარმაკოლოგიური ეფექტი განსაზღვრულია ალკალოიდ ატროპინისა და სკოპოლამინის მოქმედებით. ატროპინი – ძირითადი წარმომადგენელია ქოლინოლიტური ნივთიერებების, რომელიც იწვევს უმთავრესად ქოლინორეცეპტორების ბლოკირებას. თანამედროვე წარმოდგენებით, ატროპინი არის ეგზოგენური ლიგანდა – ქოლინორეცეპტორების ანტაგონისტი. მცენარიდან მიღებულია პრეპარატები: სკოპოლამინის ჰიდრობრომიდი და ატროპინის სულფატი სხვადასხვა სამკურნალო ფორმებში (ხსნარები, აბები, მალამო), ტაბლეტები – „აერონი“ გამოიყენება ბრადიკარდიის, გლუვი მუსკულატურის ჭვლების, წყლულოვანი და ნაღველკენჭოვანი დაავადებების, ნაწლავებისა და შარდსადინარი გზების ჭვლების, ბრონქიალური ასთმის დროს. ატროპინი გამოიყენება ანესტეზიოლოგიურ და ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაშიც.

მცენარე შხამიანია! ყურადღება უნდა მიექცეს სკოპოლამინის პრეპარატებისადმი ინდივიდუალურ მგრძნობელობას; ზოგიერთ შემთხვევაში ჩვეულებრივი დოზა იწვევს აღგზნებას, ჰალუცინაციებს და სხვა გვერდით მოვლენებს (ბიძინაშვილი, 2020).


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები