ხუთყურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | * [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]]. | + | * [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]]. |
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | ||
| − | [[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]] | + | [[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]] |
[[კატეგორია: მრავალწლიანი მცენარეები]] | [[კატეგორია: მრავალწლიანი მცენარეები]] | ||
[[კატეგორია: პარკოსნები]] | [[კატეგორია: პარკოსნები]] | ||
[[კატეგორია: ფარვანასებრნი]] | [[კატეგორია: ფარვანასებრნი]] | ||
21:49, 15 ნოემბერი 2023-ის ვერსია
Dorycnium graecum (L.) Ser. – ხუთყურა.
მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა 70 სმ-მდე სიმალის. ფესვი მთავარღერძაა, გამერქნებული. ღერო ერთია ან რამდენიმე. ფოთლები მჯდომარეა, 5¬7 ფოთოლაკით. ყვავილები პატარა ზომისაა, შეკრებილია სფეროსებრ ქოლგისებრ თავაკებად, შედგება 12¬15 ყვავილისაგან, თეთრიდან ბაც ვარდისფერამდე შეფერილობის. ნაყოფი მურა ფერის მოგრძო-კონუსური პარკია, თესლკვირტებს შორის ცრუ ტიხარებით. ყვ.V-IX; ნაყ.VII-X.
იზრდება მთის შუა სარტყლამდე, ტყეებში, ტყის პირებზე, ბუჩქნარებში, ტყის მდელოებზე, ქვიან ფერდობებზე. სამკურნალოდ ფოთლები გამოიყენება. ფოთლებსა და ყვავილებში აღმოჩენილია ფლავონოიდი კემპფერიტრინი. ფოთლების ნაყენი გამოიყენება ბუასილის სამკურნალოდ.