ლოჭინი (მდინარე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: მდინარე „ლოჭინი" '''მდინარე ლოჭინი''' ლოჭ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Image 2023-11-15 162255227.png|thumb|მდინარე „ლოჭინი"]]
 
'''მდინარე ლოჭინი'''
+
'''მდინარე ლოჭინი''' –  მდინარე [[გარდაბნის მუნიციპალიტეტი|გარდაბნის მუნიციპალიტეტში]]. მდინარე ლოჭინი სათავეს იღებს იალნოს ქედის სამხრეთ-დასავლეთ განშტოების აღმოსავლეთ კალთაზე, მთა საღანძილოს სამხრეთ-აღმოსავლეთით პატარა ხევისა და წირდლის ხევის შეერთებით 785მ სიმაღლეზე და ერთვის მდ. მტკვარს მარცხენა მხრიდან.
 +
 
 +
მდ. ლოჭინი საზრდოობს თოვლის, წვიმისა და გრუნტის წყლებით, სადაც გრუნტის წყლების წილი მდინარის საზრდოობაში უმნიშვნელოავანია. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში, წყალმოვარდნები - ზაფხულსა და შემოდგომაზე.
  
ლოჭინის აუზში გაბატონებულია ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი, რაც განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით: ტერიტორიის ოროგრაფიული პირობები, აღმოსავლეთიდან მტკვრის ხეობით შემოჭრილი ჰაერის მასები და ამიერკავკასიის სამხრეთით განვითარებული ტალღური აღრევები, რომელთანაც დაკავშირებულია წლის თბილ პერიოდში უხვი ნალექები, ელჭექი და სეტყვა. აქ მზის ნათების ხანგრძლივობა მთელი წლის განმავლობაში მაღალია და მისი საშუალო წლიური სიდიდე 2500 საათს აღემატება.
 
მცენარეული საფარი მკვეთრად ანთროპოგენიზირებულია და დღეისათვის ძირითადად სტეპისა და ტყე-სტეპის ტიპისაა. ჩრდილო და დასავლეთის ექსპოზიციის ფერდობებზე ალაგ შემორჩენილია მუხნარი და მუხნარ- ჯაგრცხილნარი ტყეების ნაშთი ნათელი ტყის წარმომადგენელთა სიჭარბით. წყალმცირე ლოჭინისხევის და მისი შენაკადების გასწვრივ შეინიშნება ჭალის ტყის (ტუგაის ტყის) მომცრო ფრაგმენტები.
 
22:35, 15 ნოემბერი 2023-ის ვერსია

მდინარე „ლოჭინი"

მდინარე ლოჭინი – მდინარე გარდაბნის მუნიციპალიტეტში. მდინარე ლოჭინი სათავეს იღებს იალნოს ქედის სამხრეთ-დასავლეთ განშტოების აღმოსავლეთ კალთაზე, მთა საღანძილოს სამხრეთ-აღმოსავლეთით პატარა ხევისა და წირდლის ხევის შეერთებით 785მ სიმაღლეზე და ერთვის მდ. მტკვარს მარცხენა მხრიდან.

მდ. ლოჭინი საზრდოობს თოვლის, წვიმისა და გრუნტის წყლებით, სადაც გრუნტის წყლების წილი მდინარის საზრდოობაში უმნიშვნელოავანია. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში, წყალმოვარდნები - ზაფხულსა და შემოდგომაზე.

ლოჭინის აუზში გაბატონებულია ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი, რაც განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით: ტერიტორიის ოროგრაფიული პირობები, აღმოსავლეთიდან მტკვრის ხეობით შემოჭრილი ჰაერის მასები და ამიერკავკასიის სამხრეთით განვითარებული ტალღური აღრევები, რომელთანაც დაკავშირებულია წლის თბილ პერიოდში უხვი ნალექები, ელჭექი და სეტყვა. აქ მზის ნათების ხანგრძლივობა მთელი წლის განმავლობაში მაღალია და მისი საშუალო წლიური სიდიდე 2500 საათს აღემატება.

მცენარეული საფარი მკვეთრად ანთროპოგენიზირებულია და დღეისათვის ძირითადად სტეპისა და ტყე-სტეპის ტიპისაა. ჩრდილო და დასავლეთის ექსპოზიციის ფერდობებზე ალაგ შემორჩენილია მუხნარი და მუხნარ- ჯაგრცხილნარი ტყეების ნაშთი ნათელი ტყის წარმომადგენელთა სიჭარბით. წყალმცირე ლოჭინისხევის და მისი შენაკადების გასწვრივ შეინიშნება ჭალის ტყის (ტუგაის ტყის) მომცრო ფრაგმენტები.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები