აბსოლუტივი
(→წყარო) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''აბსოლუტივი''' – (< ლათ. absolutivus – დამოუკიდებელი, | + | '''აბსოლუტივი''' – (< ლათ. absolutivus – დამოუკიდებელი, თვითკმარი), |
1. ერგატიული წყობის ენებში გარდაუვალი ზმნის ობიექტისა და გარდამავალი ზმნის სუბიექტის ბრუნვა; | 1. ერგატიული წყობის ენებში გარდაუვალი ზმნის ობიექტისა და გარდამავალი ზმნის სუბიექტის ბრუნვა; | ||
− | 2. ზოგ ინდოევროპულ ენაში ნაზმნარი სახელის უცვლელი ფორმა. ქართულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში – ზმნის ინფინიტიური ფორმა, რომელიც გამოხატავს წინადადებაში სხვა ზმნით აღნიშნული (ძირითადი) მოქმედების დამატებით მოქმედებას. აბსოლუტივის სემანტიკურ-გრამატიკური სტატუსი ზუსტად დადგენილი არ არის, ზმნის კატეგორიებიდან მას შენარჩუნებული აქვს ასპექტი და | + | 2. ზოგ ინდოევროპულ ენაში ნაზმნარი სახელის უცვლელი ფორმა. ქართულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში – ზმნის ინფინიტიური ფორმა, რომელიც გამოხატავს წინადადებაში სხვა ზმნით აღნიშნული (ძირითადი) მოქმედების დამატებით მოქმედებას. აბსოლუტივის სემანტიკურ-გრამატიკური სტატუსი ზუსტად დადგენილი არ არის, ზმნის კატეგორიებიდან მას შენარჩუნებული აქვს ასპექტი და გვარი, ამოსავალი ზმნის სინტაქსური კავშირები. აბსოლუტივის სხვადასხვა ენაში სხვადასხვა ფუნქცია აკისრია და სხვადასხვაგვარად შეიძლება იყოს გამოხატული. მაგ., რუსულში იგი გამოხატულია ზმნის განუსაზღვრელი ფორმით (Депричастие) და აღნიშნაეს მხოლოდ ერთისა და იმავე სუბიექტის მიერ ძირითად მოქმედებასთან ერთად შესრულებულ დამატებით მოქმედებას. |
− | გვარი, ამოსავალი ზმნის სინტაქსური | + | |
− | აბსოლუტივი გვხედება იბერიულ-კავკასიური ენებშიც ( | + | აბსოლუტივი გვხედება იბერიულ-კავკასიური ენებშიც (აფხაზურში, ლეზგიურში, უდიურში…). ქართულში აბსოლუტივს სპეციალური გრამატიკული ფორმა არა აქვს და გამოიხატება დამოკიდებულ წინადადებაში ზმნის პირიან ფორმაზე რა კავშირის დართვით. ასეთი ფორმები ფართოდ იყო გავრცელებული ძველ ქართულში, რა კაგშირიანი ფორმებით აღნიშნული მოქმედება შეიძლება იყოს როგორც მთავარ წინადადებაში აღნიშნული მოქმედების წინმსწრები ან მომდევნო, ისე მისი თანადროული. ერთდროულობა გამოიხატება რა |
− | გრამატიკული ფორმა არა აქვს და გამოიხატება დამოკიდებულ წინადადებაში ზმნის პირიან ფორმაზე რა კავშირის | + | კავშირის დართვით ზმნის უსრულასპექტიან ფორმებზე („და იტყოდის ურთიერთას, დგეს რაჲ ტაძარსა შინა“ – ი. 11, 56: „რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან“, [[შოთა რუსთაველი]]). თანამედროვე ქართულში ერთდროულობა გამოიხატება, ჩვეულებრივ, რა კავშირის გარეშე. კავშირიანი ფორმები შედარებით იშვიათია და უმეტესად წიგნურ ხასიათს ატარებს (მიდიოდა რა…, უარყოფს რა…). აბსოლუტივის მნიშენელობით უფრო ხშირია მიმღეობიანი კონსტრუქციები. |
− | მთავარ წინადადებაში აღნიშნული მოქმედების წინმსწრები ან მომდევნო, ისე მისი თანადროული. ერთდროულობა გამოიხატება რა | + | |
− | კავშირის დართვით ზმნის უსრულასპექტიან ფორმებზე („და იტყოდის ურთიერთას, დგეს რაჲ ტაძარსა შინა“ – ი. 11, 56: „რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან“, [[შოთა რუსთაველი]]). თანამედროვე ქართულში ერთდროულობა გამოიხატება, ჩვეულებრივ, რა კავშირის გარეშე. კავშირიანი ფორმები შედარებით | + | |
12:31, 17 ნოემბერი 2023-ის ვერსია
აბსოლუტივი – (< ლათ. absolutivus – დამოუკიდებელი, თვითკმარი),
1. ერგატიული წყობის ენებში გარდაუვალი ზმნის ობიექტისა და გარდამავალი ზმნის სუბიექტის ბრუნვა;
2. ზოგ ინდოევროპულ ენაში ნაზმნარი სახელის უცვლელი ფორმა. ქართულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში – ზმნის ინფინიტიური ფორმა, რომელიც გამოხატავს წინადადებაში სხვა ზმნით აღნიშნული (ძირითადი) მოქმედების დამატებით მოქმედებას. აბსოლუტივის სემანტიკურ-გრამატიკური სტატუსი ზუსტად დადგენილი არ არის, ზმნის კატეგორიებიდან მას შენარჩუნებული აქვს ასპექტი და გვარი, ამოსავალი ზმნის სინტაქსური კავშირები. აბსოლუტივის სხვადასხვა ენაში სხვადასხვა ფუნქცია აკისრია და სხვადასხვაგვარად შეიძლება იყოს გამოხატული. მაგ., რუსულში იგი გამოხატულია ზმნის განუსაზღვრელი ფორმით (Депричастие) და აღნიშნაეს მხოლოდ ერთისა და იმავე სუბიექტის მიერ ძირითად მოქმედებასთან ერთად შესრულებულ დამატებით მოქმედებას.
აბსოლუტივი გვხედება იბერიულ-კავკასიური ენებშიც (აფხაზურში, ლეზგიურში, უდიურში…). ქართულში აბსოლუტივს სპეციალური გრამატიკული ფორმა არა აქვს და გამოიხატება დამოკიდებულ წინადადებაში ზმნის პირიან ფორმაზე რა კავშირის დართვით. ასეთი ფორმები ფართოდ იყო გავრცელებული ძველ ქართულში, რა კაგშირიანი ფორმებით აღნიშნული მოქმედება შეიძლება იყოს როგორც მთავარ წინადადებაში აღნიშნული მოქმედების წინმსწრები ან მომდევნო, ისე მისი თანადროული. ერთდროულობა გამოიხატება რა კავშირის დართვით ზმნის უსრულასპექტიან ფორმებზე („და იტყოდის ურთიერთას, დგეს რაჲ ტაძარსა შინა“ – ი. 11, 56: „რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან“, შოთა რუსთაველი). თანამედროვე ქართულში ერთდროულობა გამოიხატება, ჩვეულებრივ, რა კავშირის გარეშე. კავშირიანი ფორმები შედარებით იშვიათია და უმეტესად წიგნურ ხასიათს ატარებს (მიდიოდა რა…, უარყოფს რა…). აბსოლუტივის მნიშენელობით უფრო ხშირია მიმღეობიანი კონსტრუქციები.
ლიტერატურა
- ლომთათიძე ქ. აფხაზური გარდამავალი უსუბიექტო ფორმები. – „იკე“. II, თბ., 1948;
- შანიძე ა. ქართული ენის გრამატიკის საფუძელები, I, თბ., 1951;