ორბელი ივანე (II)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ივანე (II) ორბელი''' - ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი; გ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ივანე (II) ორბელი“ გადაიტანა გვერდზე „ორბელი ივანე (II)“)

16:59, 5 ივნისი 2017-ის ვერსია

ივანე (II) ორბელი - ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი; გიორგი III-ის კარის წარჩინებული, სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწე 1160-იანი წ-იდან 1177/1778 წ-მდე. ამ სამოხელეო თანამდებობებით მოიხსენიება იგი ქართულ და სომხურ ეპიგრაფიკულ ძეგლებში და ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერებში. ივანე ორბელმა, როგორც მხედართმთავარმა, დიდი როლი შეასრულა მაჰმადიანთა შემოტევების მოგერიებისა და საქართველოს სამხრეთი საზღვრების შემომტკიცების საქმეში; იგი მონაწილეობდა ანისისათვის გადახდილ არა ერთ ბრძოლაში. 1174 წ., როცა გიორგი III-მ შადადიანებს წაართვა ანისი, იგი სამართავად ივანე ორბელს გადასცა. გარდა ანისისა, ივანეს დიდი წვლილი შეჰქონდა საქართველოს შემადგენლობაში შემოსული სხვა სომხური სამფლობელოების (დვინის ოლქი) დაცვის საქმეში.

ივანე (II) დანათესავებული იყო ორ სამეფო ოჯახთან: ერთი მხრივ, ლორე-ტაშირის კვირიკიან მეფეთა სახლთან - მისი მეუღლე რუსუდანი იყო კვირიკე III-ის ასული; მეორე მხრივ, საქართველოს სამეფო სახლთან - ივანეს ასული იყო დავით V-ის ძის, უფლისწულ დემნას მეუღლე (სტეფანოს ორბელიანი). ამ ნათესაურმა კავშირებმა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა მის მიერ 1177/1178 წ-ის დემნა უფლისწულის ამბოხად ცნობილი დიდი აჯანყების მოთავეობა, რომელიც მიზნად დემნა უფლისწულის გამეფებას ისახავდა. აჯანყებულები დამარცხდნენ, გიორგი III-მ ივანე ორბელი სასტიკად დასაჯა (დააბრმავა) და ჩამოართვა მის ხელთ არსებული თანამდებობები.


წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები