ალტანის რენკლოდი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გრაფ ალტანი (ქლიავის ჯიში)“ გადაიტანა გვერდზე „[[ალტანის რენკლოდ...) |
|||
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშია რენკლოდების ჯგუფში. ხასიათდება მსხვილი, ლამაზი, ძალიან გემრიელი ნაყოფით; მოსავალი თვალსაჩინოდ არ ზიანდება დაავადებებისა და მავნებლებისაგან, ისხამს უხვად და ადრეც შედის მსხმოიარობაში. ზოგჯერ ტენიანი და ცივი ამინდის დროს ნაყოფი ხეზე სკდება. მიუხედავად თავისი საუკეთესო თვისებებისა, ეს ჯიში [[საქართველო|საქართველოში]] ფართოდ არ არის გავრცელებული. | ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშია რენკლოდების ჯგუფში. ხასიათდება მსხვილი, ლამაზი, ძალიან გემრიელი ნაყოფით; მოსავალი თვალსაჩინოდ არ ზიანდება დაავადებებისა და მავნებლებისაგან, ისხამს უხვად და ადრეც შედის მსხმოიარობაში. ზოგჯერ ტენიანი და ცივი ამინდის დროს ნაყოფი ხეზე სკდება. მიუხედავად თავისი საუკეთესო თვისებებისა, ეს ჯიში [[საქართველო|საქართველოში]] ფართოდ არ არის გავრცელებული. | ||
− | ხე ზომიერი ზრდისაა, მომრგვალო ვარჯით. | + | ხე ზომიერი ზრდისაა, მომრგვალო ვარჯით. |
ფოთოლი მსხვილია, ოვალური ფორმის. | ფოთოლი მსხვილია, ოვალური ფორმის. | ||
ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
− | საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი | + | [[საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი]] |
[[კატეგორია:ქლიავის ჯიშები]] | [[კატეგორია:ქლიავის ჯიშები]] | ||
[[კატეგორია:ხილი]] | [[კატეგორია:ხილი]] |
მიმდინარე ცვლილება 23:22, 22 ნოემბერი 2023 მდგომარეობით
ალტანის რენკლოდი - (Reine-Claude d’Altain); სინონიმი: გრაფ ალტანი. ქლიავის ჯიში, გამოყვანილია ბოჰემიაში გრაფ ალტანის მამულში „მწვანე რენკლოდის“ კურკიდან.
ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშია რენკლოდების ჯგუფში. ხასიათდება მსხვილი, ლამაზი, ძალიან გემრიელი ნაყოფით; მოსავალი თვალსაჩინოდ არ ზიანდება დაავადებებისა და მავნებლებისაგან, ისხამს უხვად და ადრეც შედის მსხმოიარობაში. ზოგჯერ ტენიანი და ცივი ამინდის დროს ნაყოფი ხეზე სკდება. მიუხედავად თავისი საუკეთესო თვისებებისა, ეს ჯიში საქართველოში ფართოდ არ არის გავრცელებული.
ხე ზომიერი ზრდისაა, მომრგვალო ვარჯით.
ფოთოლი მსხვილია, ოვალური ფორმის.
ყვავილობა ადრეულა ახასიათებს. ჯიში თვითსტერილია. საუკეთესო დამამტვერიანებელ ჯიშებად უნდა ჩაითვალოს მწვანე რენკოლდი და იტალიური ვენგერკა.
ნაყოფი მსხვილია (3,6X4,2X4,4 სმ.), ერთი ნაყოფის საშუალო წონა 36 გრამს უდრის. ნაყოფი მრგვალი ფორმისაა, ბრტყელი ფუძით. ნაყოფის კანი სქელია, ხშირად ბადისებრად დასერილი, ძირითადი ფერი ღია მომწვანო–ყვითელია, რომელიც ემჩნევა მხოლოდ შემოუსვლელ ნაყოფს და დაჩრდილულ ადგილებზე ყომრალ–წითელი შეფერვა ფარავს ნაყოფის თითქმის მთელ ზედაპირს. კანზე აშკარად ემჩნევა მოჟანგისფრო წერტილები და ხალები. ნაყოფის ხორცი ოქროსფერ–ყვითელია, მკვრივი კონსისტენციის, წვნიანი, ტკბილი, სურნელოვანი; სასიამოვნო გემოსი. კურკა ნახევრად სცილდება ნაყოფის ხორცს. კურკა ნაყოფის წონის 4%–ს შეადგენს. ნაყოფი მწიფდება აგვისტოს შუა რიცხვებში.