პირწმინდა
(→წყარო) |
|||
| (3 მომხმარებლების 11 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:Pirwminda.jpg|thumb|პირწმინდა]] | + | [[ფაილი:Pirwminda 2.jpg|thumb|250პქ|პირწმინდა (Ajuga genevensis L.)]] |
| − | + | '''პირწმინდა, ჟენევის პირწმინდა''' – (Ajuga genevensis L.); <br /> | |
| − | + | '''ოჯახი:''' ტუჩოსნები (Lamiaceae). <br /> | |
| − | '''პირწმინდა''' – (Ajuga genevensis L.); ოჯახი: ტუჩოსნები (Lamiaceae). | + | '''მეგრულად''' – '''ჩეიშალე, ცეიშარე, ცეეშელა, ცეშალე, ჩვათვი'''. |
| − | + | ||
| − | + | ||
| + | მრვალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. [[ღერო]]ს ძირში მხოხავი ყლორტები არ აქვს; ღერო 10-50 სმ სიმაღლისაა, სწორად მდგომი ან ძირთან წამოწეული. ზედა ნაწილში, ძირითადად, ბეწვით არის შემოსილი. ფესვთანური [[ფოთოლი|ფოთლები]] მოგრძო-ნიჩბისებურია ან უკუკვერცხისებური. კიდეები მსხვილმრგვალკბილაა, ზოგჯერ კიდემთლიანი, სიგრძით 4-12 სმ და სიგანით 2-5 სმ. ყვავილობის დროს ფოთლები მეტწილად ხმება. ღეროსეული ფოთლები მოგრძოა, უკუკვერცხისებური. გვირგვინი ცისფერია, იშვიათად – თეთრი ან ვარდისფერი, 12-18 მმ სიგრძის. გარედან ოდნავ შებუსულია. მტვრიანები გრძელია და გვირგვინის მილიდან ამოყოფილი. ყვ. ნაყ. IV-IX. [[კახეთი|კახეთში]] ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობაა Ajuga-ს გვარიდან. იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში, ტყის პირას მდელოებზე, [[მდინარე|მდინარეთა]] ნაპირებზე, შედარებით იშვიათად – სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში. დაბლობიდან მთის ზედა სარტყლამდე. ნახვა, პრაქტიკულად, ყველგან არის შესაძლებელი. | ||
| + | ფოთლები შეიცავს აუკუბინს, ფლავონოიდებს, ეთერზეთებს, ფიტოლს, მთრილავ ნივთიერბებს. ხალხურ მედიცინაში ფოთლები გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო, ჰემოსტატიკური და ჭრილობების შემახორცებელი საშუალება, ასევე როგორც ამოსახველებელი და დამარბილებელი საშუალება – სასუნთქი გზების და ფილტვების დაავადებებისას, სისხლიანი ნახველის, ტუბერკულოზის დროს; ბალახის ნაყენს იყენებენ სისხლიანი ფაღარათის, კუჭის წყლულის, ქალური დაავადებების, რევმატიზმისა და გაციების სამკურნალოდ. ფოთლების ნახარშს ხმარობენ კომპრესების სახით და გამოსავლებად თვალის დაავადებებისას, აგრეთვე ანგინისა და თმების გასამაგრებლად. | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | კახეთის რეგიონის მცენარეები | + | * [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] |
| + | * [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]] | ||
| − | |||
| − | |||
[[კატეგორია:ტუჩოსნები]] | [[კატეგორია:ტუჩოსნები]] | ||
| + | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] | [[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]] |
მიმდინარე ცვლილება 00:36, 24 ნოემბერი 2023 მდგომარეობით
პირწმინდა, ჟენევის პირწმინდა – (Ajuga genevensis L.);
ოჯახი: ტუჩოსნები (Lamiaceae).
მეგრულად – ჩეიშალე, ცეიშარე, ცეეშელა, ცეშალე, ჩვათვი.
მრვალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღეროს ძირში მხოხავი ყლორტები არ აქვს; ღერო 10-50 სმ სიმაღლისაა, სწორად მდგომი ან ძირთან წამოწეული. ზედა ნაწილში, ძირითადად, ბეწვით არის შემოსილი. ფესვთანური ფოთლები მოგრძო-ნიჩბისებურია ან უკუკვერცხისებური. კიდეები მსხვილმრგვალკბილაა, ზოგჯერ კიდემთლიანი, სიგრძით 4-12 სმ და სიგანით 2-5 სმ. ყვავილობის დროს ფოთლები მეტწილად ხმება. ღეროსეული ფოთლები მოგრძოა, უკუკვერცხისებური. გვირგვინი ცისფერია, იშვიათად – თეთრი ან ვარდისფერი, 12-18 მმ სიგრძის. გარედან ოდნავ შებუსულია. მტვრიანები გრძელია და გვირგვინის მილიდან ამოყოფილი. ყვ. ნაყ. IV-IX. კახეთში ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობაა Ajuga-ს გვარიდან. იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში, ტყის პირას მდელოებზე, მდინარეთა ნაპირებზე, შედარებით იშვიათად – სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში. დაბლობიდან მთის ზედა სარტყლამდე. ნახვა, პრაქტიკულად, ყველგან არის შესაძლებელი.
ფოთლები შეიცავს აუკუბინს, ფლავონოიდებს, ეთერზეთებს, ფიტოლს, მთრილავ ნივთიერბებს. ხალხურ მედიცინაში ფოთლები გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო, ჰემოსტატიკური და ჭრილობების შემახორცებელი საშუალება, ასევე როგორც ამოსახველებელი და დამარბილებელი საშუალება – სასუნთქი გზების და ფილტვების დაავადებებისას, სისხლიანი ნახველის, ტუბერკულოზის დროს; ბალახის ნაყენს იყენებენ სისხლიანი ფაღარათის, კუჭის წყლულის, ქალური დაავადებების, რევმატიზმისა და გაციების სამკურნალოდ. ფოთლების ნახარშს ხმარობენ კომპრესების სახით და გამოსავლებად თვალის დაავადებებისას, აგრეთვე ანგინისა და თმების გასამაგრებლად.