პირშუშხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 25: ხაზი 25:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
* [[პესტიციდური აქტივობის მცენარეები]]
 
* [[პესტიციდური აქტივობის მცენარეები]]
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].[[https://catalog.nplg.gov.ge/record=b4616241~S1*geo]]*
+
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].
  
[[კატეგორია: საქართველოს ფლორა]]
 
 
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]
[[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]]
+
[[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ჯვაროსნები]]
 
[[კატეგორია:ჯვაროსნები]]

მიმდინარე ცვლილება 00:37, 24 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

პირშუშხა - Armoracia rusticana – (Lam.) Gaertn.¬ Mey. et Schreb.

პირშუშხა - Armoracia rusticana – (Lam.) Gaertn.- Mey. et Schreb. პირშუშხას აჭარაში ხარდანს ეძახიან. პირშუშხა მიეკუთვნება ჯვაროსანთა - Ciricifuria-ს ოჯახს.

ბალახოვანი მცენარეა, მსხვილი ხორცოვანი ფესვით.ღერო ერთი ან რამდენიმეა, სწორმდგომი, ღარიანი, გლუვი, ზედა ნაწილში დატოტვილი. ფესვთანური ფოთლები როზეტადაა შეკრებილი, მსხვილია, გრძელყუნწიანი, ფართოლანცეტა, შიშველი; კიდეები ტალღისებრია, მრგვალკბილა; ღეროსეული – მოგრძო ან მოგრძო ლანცეტაა, ფრთისებრ დაყოფილი, ქვედა – ყუნწიანი, ზედა – მჯდომარე, შემცირებული, კიდედაკბილული ან მთლიანი. ყვავილედი რთული მტევანია, ყვავილი წვრილია, ჯვაროსნებისათვის დამახასიათებელი ტიპური აგებულებით, გვირგვინის ფურცლები თეთრია, ნაყოფი მომრგვალო ჭოტაკია, ბადისებრ დაძარღვული, 6 მმ-მდე სიგრძის, ბუდეში 4 თესლია. ყვ. V-VI; ნაყ. VII-VIII.

კულტივირებულია როგორც ფესვისეული სანელებელი. აშენებენ ბოსტნებში, ზოგჯერ ველურდება. იზრდება მდინარეთა ნაპირებზე და ტენიან ადგილებში.

ფესვები შეიცავს 30-33 მგ% მშრალ ნივთიერებებს, მათ შორის 3,6-4,5 მგ% ნედლ ცილებს, ნახშირწყლებს: გლიკოზიდ სინიგრინს, რომლის შემადგენლობაში შედის მდოგვის ზეთი, გალაქტოზას, არაბინოზას, ქსილოზას, სახაროზასა და პენტოზანს, ასევე პოლისახარიდებს, გალაქტერონის მჟავას, საპონინებს, ვიტამინებს (C, B1, B6, P), კაროტინს, ფლავონოიდებს,კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის, მაგნიუმისა და სპილენძის მინერალურ მარილებს. პირშუშხას მწვავე გემო გამოწვეულია მდოგვის გლიკოზიდ სინიგრინით, რომელიც გახლეჩვისას გამოჰყოფს ალილურ ეთერზეთებს, განსაზღვრავს მის დამახასიათებელ გემოს.

პირშუშხა გავრცელებულია საქართველოში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილში, ციმბირში, გვხვდება მიტოვებულ ბაღებში დასარევლიანებულ ფართობებზე, საცხოვრებლებთან, ღობის პირებზე. პირშუშხა გამოიყენება კულინარიაში, როგორც ცხარე საკმაზი კერძებისათვის, ფოთლებს კი იყენებენ კიტრისა და პომიდორის დამწნილებისას. ასევე გამოყენებულია სამედიცინო დანიშნულებითაც.

პირშუშხა როგორც ფიტონციდური მცენარე გამოყენებულია მცენარეთა დაცვაში, მის მიერ გამოყოფილი ფიტონციდების ატმოსფეროში კარგად ინახება ნაყოფი, კერძოდ 40 კგ ყურძნის შესანახად საჭიროა 3,2 კგ პირშუშხა, რომელიც თავსდება იქ, სადაც ყურძენია შენახული ამ შემთხვევაში გარემო ჯერდება ფიტონციდებით და ყურძენიც აღარ ზიანდება.

პირშუშხას ფოთლები, რომლებიც დიდი რაოდენობით ვიტამინ C შეიცავს, ფართოდ გამოიყენება ცინგის საწინააღმდეგოდ, აგრეთვე რადიკულიტის დროს როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება; იყენებენ ნატკენებზე პლასტირის სახით. ექსპერიმენტულად დამტკიცებულია მისი ბაქტერიოციდული მოქმედება. როგორც სამკურნალო საშუალება ფესვის წვენი მხოლოდ ხალხურ მედიცინაში იხმარება; კერძოდ: ცინგის, რევმატიზმის, სასუნთქი გზების კატარალური ანთების დროს, შარდის ბუშტში ქვების საწინააღმდეგოდ, როგორც შარდმდენი და ამოსახველებელი საშუალება; ეთერზეთები და მაღალი კონცენტრაციის ექსტრაქტები ავიწროებენ სისხლძარღვებს, დაბალი კონცენტრაციის კი – აფართოებს ნაწლავების პერისტალტიკას. წყლის ექსტრაქტები და ცილები აღაგზნებს კუჭის სეკრეციას და შეიძლება გამოყენებულ იქნეს დიაგნოსტიკური და სამკურნალო მიზნით ანაციდური გასტრიტების მკურნალობისას; ნაყენი – ბოტკინის დაავადებების ქრონიკული ფორმების სამკურნალოდ, იწვევს დადებით სამკურნალო ეფექტს მწვავე ჰეპატიტის დროს.

დადგენილია ანტიბაქტერიული, პროტისტოციდული, მიკოსტატიკური, მიკოლიტური, მიკოციტური, აგრეთვე ფიტონციდური თვისებები; გამოვლენილია სამკურნალო ეფექტი ნახარშისა და ნაყენის ქრონიკული კოლიტის, ქოლეცისტიტის, ანგიოქოლიტის დროს. იხმარება კოსმეტიკური მიზნებისათვის ¬ ჭორფლისა და სახის ლაქიანობის დროს.

ფესვებისა და ფოთლების კომპლექსური პრეპარატები ნაკლებ ტოქსიკურია და იწვევს ფართო ანტიბაქტერიულ აქტივობას. ფესვის გამოწურული წვენი სურავანდის საუკეთესო საშუალებაა.

თესლები კიბოს საწინააღმდეგოდ იხმარება. საფრანგეთში, შვეიცარიაში, ბრაზილიაში, ვენესუელასა და პარაგვაიში პირშუშხას ფესვები ოფიცინალურ ნედლეულს წარმოადგენს.

სიფრთხილე მართებთ მაღალი სიმჟავით მიმდინარე გასტრიტების, კოლიტების, კუჭ-ნაწლავის წყლულებით დაავადებულებს. დიდი რაოდენობით მიღება იწვევს თირკმელებიდან სისხლდენას.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები