ომბალო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ომბალო - Mentha pulegium (Mill.) DC. '''Mentha pulegium (Mill.) DC.''' – '''...)
 
 
(2 მომხმარებლების 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 4: ხაზი 4:
 
მეგრულად – '''ომბალე, ომბალი'''.
 
მეგრულად – '''ომბალე, ომბალი'''.
  
მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, მეტწილად წამოწეული, უფრო იშვიათად სწორი 30-50 სმ სიმაღლის [[ღერო|ღეროთი]]. ყლორტები სუსტადაა შებუსული ან თითქმის შიშველია, ფოთლები მოკლეა, განწყობილია 3-4 სმ სიგრძის ყუნწებზე, კვერცხისებრი ან ელიფსური ფორმისაა, ძირში მომრგვალო, 1-3 წყვილი, სუსტად გამოსახული რკალისებრ-ფრთისებრი ძარღვებით. ყვავილები 5-15, შეკრებილია სფეროსებრ, საკმაოდ ფარჩხატ, ყოველთვის იღლიურ ჩხროებად; ჯამი მილისებრია, ზედა ტუჩი 3-კბილიანია,
+
მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, მეტწილად წამოწეული, უფრო იშვიათად სწორი 30-50 სმ სიმაღლის [[ღერო|ღეროთი]]. ყლორტები სუსტადაა შებუსული ან თითქმის შიშველია, [[ფოთოლი|ფოთლები]] მოკლეა, განწყობილია 3-4 სმ სიგრძის ყუნწებზე, კვერცხისებრი ან ელიფსური ფორმისაა, ძირში მომრგვალო, 1-3 წყვილი, სუსტად გამოსახული რკალისებრ-ფრთისებრი ძარღვებით. [[ყვავილი|ყვავილები]] 5-15, შეკრებილია სფეროსებრ, საკმაოდ ფარჩხატ, ყოველთვის იღლიურ ჩხროებად; ჯამი მილისებრია, ზედა ტუჩი 3-კბილიანია, ქვედა ტუჩი სწორია, 2-ად განკვეთილი სადგისისებრი კბილებით; გვირგვინი იისფერია, ვარდისფერი, ზოგჯერ თეთრი, 2-ჯერ გრძელია ჯამზე. ნაყოფი კვერცხისებრი კაკლუჭაა, წვრილღარებიანი, პრიალა, ყავისფერი. ყვ. VII-IX; ნაყ. VIII-X.
  
ქვედა ტუჩი სწორია, 2-ად განკვეთილი სადგისისებრი კბილებით; გვირგვინი იისფერია, ვარდისფერი, ზოგჯერ თეთრი, 2-ჯერ გრძელია ჯამზე. ნაყოფი კვერცხისებრი კაკლუჭაა, წვრილღარებიანი, პრიალა, ყავისფერი. ყვ. VII-IX; ნაყ. VIII-X.
+
იზრდება ტენიან ადგილებზე, [[მდინარე]]თა, ტბების და ჭაობების ნაპირებზე. ხასიათდება ძლიერი არომატული სუნით; სანელებელი მცენარეა. უძველესი დროიდანვეა ცნობილი მისი სამკურნალო ძალა; ბალახი შეიცავს ეთერზეთებს, რომლის შემადგენლობაშია 95 მგ% პულეგონი, მენთონი, იზომენთონი, ოქტანოლი, ლიმონენი და სხვ.
 
+
იზრდება ტენიან ადგილებზე, მდინარეთა, ტბების და ჭაობების ნაპირებზე. ხასიათდება ძლიერი არომატული სუნით; სანელებელი მცენარეა. უძველესი დროიდანვეა ცნობილი მისი სამკურნალო ძალა; ბალახი შეიცავს ეთერზეთებს, რომლის შემადგენლობაშია 95 მგ% პულეგონი, მენთონი,იზომენთონი, ოქტანოლი, ლიმონენი და სხვ.
+
  
 
ხასიათდება  გამწმენდი,  ანტისეპტიკური,  ანტისპაზმური,  შარდმდენი, ამოსახველებელი, მასტიმულირებელი თვისებებით; აწესრიგებს კუჭის მოქმედებას, აფრთხობს მწერებს.
 
ხასიათდება  გამწმენდი,  ანტისეპტიკური,  ანტისპაზმური,  შარდმდენი, ამოსახველებელი, მასტიმულირებელი თვისებებით; აწესრიგებს კუჭის მოქმედებას, აფრთხობს მწერებს.
ხაზი 22: ხაზი 20:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
* ბიძინაშვილი, რ., ჟორდანია, მ., მაისაია, ი. სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები. - თბ., 2023 [[https://catalog.nplg.gov.ge/record=b4616241~S1*geo]].
+
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]]
 
+
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]]
[[კატეგორია: საქართველოს ფლორა]]
+
[[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]]
[[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]]
+
 
[[კატეგორია:ტუჩოსნები]]
 
[[კატეგორია:ტუჩოსნები]]
 
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]

მიმდინარე ცვლილება 00:49, 24 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

ომბალო - Mentha pulegium (Mill.) DC.

Mentha pulegium (Mill.) DC.ომბალო.

მეგრულად – ომბალე, ომბალი.

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, მეტწილად წამოწეული, უფრო იშვიათად სწორი 30-50 სმ სიმაღლის ღეროთი. ყლორტები სუსტადაა შებუსული ან თითქმის შიშველია, ფოთლები მოკლეა, განწყობილია 3-4 სმ სიგრძის ყუნწებზე, კვერცხისებრი ან ელიფსური ფორმისაა, ძირში მომრგვალო, 1-3 წყვილი, სუსტად გამოსახული რკალისებრ-ფრთისებრი ძარღვებით. ყვავილები 5-15, შეკრებილია სფეროსებრ, საკმაოდ ფარჩხატ, ყოველთვის იღლიურ ჩხროებად; ჯამი მილისებრია, ზედა ტუჩი 3-კბილიანია, ქვედა ტუჩი სწორია, 2-ად განკვეთილი სადგისისებრი კბილებით; გვირგვინი იისფერია, ვარდისფერი, ზოგჯერ თეთრი, 2-ჯერ გრძელია ჯამზე. ნაყოფი კვერცხისებრი კაკლუჭაა, წვრილღარებიანი, პრიალა, ყავისფერი. ყვ. VII-IX; ნაყ. VIII-X.

იზრდება ტენიან ადგილებზე, მდინარეთა, ტბების და ჭაობების ნაპირებზე. ხასიათდება ძლიერი არომატული სუნით; სანელებელი მცენარეა. უძველესი დროიდანვეა ცნობილი მისი სამკურნალო ძალა; ბალახი შეიცავს ეთერზეთებს, რომლის შემადგენლობაშია 95 მგ% პულეგონი, მენთონი, იზომენთონი, ოქტანოლი, ლიმონენი და სხვ.

ხასიათდება გამწმენდი, ანტისეპტიკური, ანტისპაზმური, შარდმდენი, ამოსახველებელი, მასტიმულირებელი თვისებებით; აწესრიგებს კუჭის მოქმედებას, აფრთხობს მწერებს.

ხალხურ მედიცინაში გამოიყენებოდა როგორც ჭრილობების შესახორცებელი, ანტისეპტიკური და აბორტის საშუალება.

წყლის ნაყენი შველის სლოკინს, ჭვლებს, გულისრევას, მეტეორიზმს, ამსუბუქებს თავის ტკივილს, გამოიყენება კანის დაავადებებისას.

მოყვავილე მცენარეებიდან (ნედლი ან ნახევრადმშრალი) დისტილაციის მეთოდით მიიღება არომატული ზეთები, რომელსაც იყენებენ პარფიუმერიაში, საკონსერვო და საკონდიტრო წარმოებაში, სასმელების, ჩაის, ძმრის არომატიზაციისათვის.

გამოყენებისას მკაცრად უნდა იქნეს დაცული ნორმები, მცირედი გადაჭარბებაც ორსულ ქალებში იწვევს მუცლის მოწყვეტის პროვოცირებას, დიდი დოზებით მიღება კი საერთოდ ლეტალურად მთავრდება, მცენარეში შემავალი ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტის პულეგონის ძლიერი ტოქსიკურობიდან გამომდინარე (ბიძინაშვილი, 2013).


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები