კოლხური ჯონჯოლი
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Jonjoli samkurnalo.jpg|thumb|300პქ|კოლხური ჯონჯოლი - Staphylea colchica Stev.]] | [[ფაილი:Jonjoli samkurnalo.jpg|thumb|300პქ|კოლხური ჯონჯოლი - Staphylea colchica Stev.]] | ||
| − | '''Fam. Staphyleaceae''' – ოჯ. ჯონჯოლისებრნი '''Staphylea colchica Stev.''' – '''კოლხური ჯონჯოლი'''. | + | '''Fam. Staphyleaceae''' – ოჯ. ჯონჯოლისებრნი <br /> |
| + | '''Staphylea colchica Stev.''' – '''კოლხური ჯონჯოლი'''. | ||
[[კავკასია|კავკასიის]] ენდემური სახეობაა. 2-3 მ სიმაღლის პატარა ზომის ხეა ან ბუჩქი საკმაოდ კომპაქტური, მონაცრისფრო ელფერის ვარჯით, მურაფერის ქერქლებით, შიშველი მწვანე ყლორტებითა და კაშკაშა მწვანე ფრთისებრი [[ფოთოლი|ფოთლებით]]; ფოთოლი შედგება 3 ფოთოლაკისაგან. [[ყვავილი|ყვავილები]] თეთრია, შეკრებილია კენწრულ მტევნებად ან საგველა ყვავილედებად. ნაყოფი კვერცხისებრი ფორმის სიფრიფანა, ბუშტივით გაბერილი კოლოფია, რომელთა ნაკვთები თავსა და ბოლოში სოლისებრ შევიწროებულია. [[თესლი]] სფერულია, პრიალა-მოყვითალო გახევებული კანით. ყვ. V-VI; ნაყ.VIII. | [[კავკასია|კავკასიის]] ენდემური სახეობაა. 2-3 მ სიმაღლის პატარა ზომის ხეა ან ბუჩქი საკმაოდ კომპაქტური, მონაცრისფრო ელფერის ვარჯით, მურაფერის ქერქლებით, შიშველი მწვანე ყლორტებითა და კაშკაშა მწვანე ფრთისებრი [[ფოთოლი|ფოთლებით]]; ფოთოლი შედგება 3 ფოთოლაკისაგან. [[ყვავილი|ყვავილები]] თეთრია, შეკრებილია კენწრულ მტევნებად ან საგველა ყვავილედებად. ნაყოფი კვერცხისებრი ფორმის სიფრიფანა, ბუშტივით გაბერილი კოლოფია, რომელთა ნაკვთები თავსა და ბოლოში სოლისებრ შევიწროებულია. [[თესლი]] სფერულია, პრიალა-მოყვითალო გახევებული კანით. ყვ. V-VI; ნაყ.VIII. | ||
| ხაზი 12: | ხაზი 13: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | * [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]]. | + | * [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]]. |
[[კატეგორია:ხე მცენარეები]] | [[კატეგორია:ხე მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:თაფლოვანი მცენარეები]] | [[კატეგორია:თაფლოვანი მცენარეები]] | ||
| − | [[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]] | + | [[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]] |
[[კატეგორია:ჯონჯოლისებრნი]] | [[კატეგორია:ჯონჯოლისებრნი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 01:54, 24 ნოემბერი 2023 მდგომარეობით
Fam. Staphyleaceae – ოჯ. ჯონჯოლისებრნი
Staphylea colchica Stev. – კოლხური ჯონჯოლი.
კავკასიის ენდემური სახეობაა. 2-3 მ სიმაღლის პატარა ზომის ხეა ან ბუჩქი საკმაოდ კომპაქტური, მონაცრისფრო ელფერის ვარჯით, მურაფერის ქერქლებით, შიშველი მწვანე ყლორტებითა და კაშკაშა მწვანე ფრთისებრი ფოთლებით; ფოთოლი შედგება 3 ფოთოლაკისაგან. ყვავილები თეთრია, შეკრებილია კენწრულ მტევნებად ან საგველა ყვავილედებად. ნაყოფი კვერცხისებრი ფორმის სიფრიფანა, ბუშტივით გაბერილი კოლოფია, რომელთა ნაკვთები თავსა და ბოლოში სოლისებრ შევიწროებულია. თესლი სფერულია, პრიალა-მოყვითალო გახევებული კანით. ყვ. V-VI; ნაყ.VIII.
იზრდება ტყის სარტყელში 1200 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან, წაბლნარი ტყის პირებში, მუხნარ ტყეებში, შერეულფოთლოვან გამეჩხერებულ ტყეებში; მდინარეებისა და ხევების გაყოლებით.
თაფლოვანი და დეკორატიული მცენარეა. მსგავსად ჩვეულებრივი ჯონჯოლისა, ნახევრადგაშლილი ყვავილებისაგან ამზადებენ მწნილს, რომელიც დელიკატური საჭმელია. ხელს უწყობს ღვიძლის მუშაობას, აძლიერებს შარდ-სასქესო სისტემის, კუჭისა და ნაწლავების ფუნქციას. ასევე ეფექტურად ხსნის თავის ტკივილს, ორგანიზმიდან გამოჰყავს მავნე ტოქსინები. თესლის ზეთს კუჭ-ნაწლავის სამოქმედო თვისება გააჩნია. კულტივირებულია კავკასიის სხვადასხვა კუთხეში.
შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნსა“ (1982) და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ (2006).