კოლხური ჯონჯოლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Jonjoli samkurnalo.jpg|thumb|300პქ|კოლხური ჯონჯოლი - Staphylea colchica Stev.]]
 
[[ფაილი:Jonjoli samkurnalo.jpg|thumb|300პქ|კოლხური ჯონჯოლი - Staphylea colchica Stev.]]
'''Fam. Staphyleaceae''' – ოჯ. ჯონჯოლისებრნი '''Staphylea colchica Stev.''' – '''კოლხური ჯონჯოლი'''.
+
'''Fam. Staphyleaceae''' – ოჯ. ჯონჯოლისებრნი <br />
 +
'''Staphylea colchica Stev.''' – '''კოლხური ჯონჯოლი'''.
  
[[კავკასია|კავკასიის]] ენდემური სახეობაა. 2-3 მ სიმაღლის პატარა ზომის ხეა ან ბუჩქი საკმაოდ კომპაქტური, მონაცრისფრო ელფერის ვარჯით, მურაფერის ქერქლებით, შიშველი მწვანე ყლორტებითა და კაშკაშა მწვანე ფრთისებრი [[ფოთოლი|ფოთლებით]]; ფოთოლი შედგება 3 ფოთოლაკისაგან. [[ყვავილი|ყვავილები]] თეთრია, შეკრებილია კენწრულ მტევნებად ან საგველა ყვავილედებად. ნაყოფი კვერცხისებრი ფორმის სიფრიფანა, ბუშტივით გაბერილი კოლოფია, რომელთა ნაკვთები თავსა და ბოლოში სოლისებრ შევიწროებულია. [[თესლი]] სფერულია, პრიალა-მოყვითალო გახევებული კანით. ყვ. V-VI;  ნაყ.VIII.
 
მიმდინარე ცვლილება 01:54, 24 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

კოლხური ჯონჯოლი - Staphylea colchica Stev.

Fam. Staphyleaceae – ოჯ. ჯონჯოლისებრნი
Staphylea colchica Stev.კოლხური ჯონჯოლი.

კავკასიის ენდემური სახეობაა. 2-3 მ სიმაღლის პატარა ზომის ხეა ან ბუჩქი საკმაოდ კომპაქტური, მონაცრისფრო ელფერის ვარჯით, მურაფერის ქერქლებით, შიშველი მწვანე ყლორტებითა და კაშკაშა მწვანე ფრთისებრი ფოთლებით; ფოთოლი შედგება 3 ფოთოლაკისაგან. ყვავილები თეთრია, შეკრებილია კენწრულ მტევნებად ან საგველა ყვავილედებად. ნაყოფი კვერცხისებრი ფორმის სიფრიფანა, ბუშტივით გაბერილი კოლოფია, რომელთა ნაკვთები თავსა და ბოლოში სოლისებრ შევიწროებულია. თესლი სფერულია, პრიალა-მოყვითალო გახევებული კანით. ყვ. V-VI; ნაყ.VIII.

იზრდება ტყის სარტყელში 1200 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან, წაბლნარი ტყის პირებში, მუხნარ ტყეებში, შერეულფოთლოვან გამეჩხერებულ ტყეებში; მდინარეებისა და ხევების გაყოლებით.

თაფლოვანი და დეკორატიული მცენარეა. მსგავსად ჩვეულებრივი ჯონჯოლისა, ნახევრადგაშლილი ყვავილებისაგან ამზადებენ მწნილს, რომელიც დელიკატური საჭმელია. ხელს უწყობს ღვიძლის მუშაობას, აძლიერებს შარდ-სასქესო სისტემის, კუჭისა და ნაწლავების ფუნქციას. ასევე ეფექტურად ხსნის თავის ტკივილს, ორგანიზმიდან გამოჰყავს მავნე ტოქსინები. თესლის ზეთს კუჭ-ნაწლავის სამოქმედო თვისება გააჩნია. კულტივირებულია კავკასიის სხვადასხვა კუთხეში.

შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნსა“ (1982) და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ (2006).

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები