ალმიკოხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 00:05, 2 დეკემბერი 2023 მდგომარეობით
ალმიკოხი — ადგილი ზემო აჭარაში, სოფელ ვაშლოვანის მახლობლად, სადაც ხალხური რწმენით ეშმაკი — ლომპაპი ბინადრობდა. იგი დაბმული ყოფილა. ზოგან ასეთ ადგილად შორეულ სამყაროს – „ყაფდაღს” ასახელებდნენ. ეშმაკის ადგილსამყოფელთა მიდამოებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოსახლეობაც იცნობს, მაგალითად, მეგრელები მიიჩნევდანენ, რომ ეს იყო „ტაბაკონას მთა”.
[რედაქტირება] ლიტერატურა
ლიტ.: სახოკია, 1950; მგელაძე, 2010/2011:426