იალნოს ქედი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | * | + | * უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი |
* [[გარდაბნის რაიონში მოზარდი სამკურნალო მცენარეების მრავალფეროვნება]] | * [[გარდაბნის რაიონში მოზარდი სამკურნალო მცენარეების მრავალფეროვნება]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს ქედები]] | [[კატეგორია:საქართველოს ქედები]] | ||
14:00, 4 დეკემბერი 2023-ის ვერსია
იალნოს ქედი – კავკასიონის სისტემასთან (ქართლის ქედთან) დაკავშირებული საშუალო სიმაღლის განედური ქედი გარე კახეთში, საგურამოს ქედის აღმოსავლეთი გაგრძელება. სიგრძე – 18 კილომეტრი, უმაღლესი წერტილია იალნოს მთა (სიმაღლე –1874 მეტრი).
აგებულია ნეოგენური ნალექი ქანებით. საგურამოს ქედთან შეერთების ადგილზე გადაკვეთილია თბილის-თიანეთის საავტომობილო გზით. წარმოადგენს შემდეგი მდინარეების წყალგამყოფს: თეზმის (არაგვის მარცხენა შენაკადი) და გორანას (ივრის მარჯვენა შენაკადი), აგრეთვე წყალგამყოფია ნორიოსხევის, მარტყოფისხევის და საცხენისისხევის. კალთები შემოსილია მუხნარით, მუხნარ-რცხილნარით და წიფლნარით. თხემზე მეორეული სუბალპური მდელოებია.
წყარო
- უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
- გარდაბნის რაიონში მოზარდი სამკურნალო მცენარეების მრავალფეროვნება