I კავშირებითი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''აწმყოს კავშირებითი''' – საუღლებელი ერთეული, იგივე I კავშირებ...)
 
(წყარო)
ხაზი 19: ხაზი 19:
 
[[კატეგორია:გრამატიკა]]
 
[[კატეგორია:გრამატიკა]]
 
[[კატეგორია:საუღლებელი ერთეულები]]
 
[[კატეგორია:საუღლებელი ერთეულები]]
 +
[[კატეგორია:ზმნა]]

20:12, 4 დეკემბერი 2023-ის ვერსია

აწმყოს კავშირებითი – საუღლებელი ერთეული, იგივე I კავშირებითი, I სერიის სავრცობი მწკრივი, ნიშანი -ე, რომელიც ყველა ფორმაში დასტურდება. უპასუხებს კითხვას: რას ვშვრებოდე? (გხატავდე, ვიზრდებოდე). აწმყოს კავშირებითი შეიძლება იყოს ზმნისწინიანიც და უზმნისწინოც (წერ-დეს, მო-დიო-დეს..); ზმნისწინი აღნიშნავს მიმართულებას (გეზსა და ორიენტაციას) ანდა უცვლის მნიშენე- ლობას ზმნას (წერდ-ე-ს – აღ-წერდ-ე-ს...).

აწმყოს კავშირებითის დამოუკიდებელ ნაკეთად ჩამოყალიბება უშუალოდ არის დაკავშირებელი მყოფადის კავშმირებითის ჩამოყალიბებასთან და ორივე I კავშირებითის დაშლის, ზმნისწინის ქონა-უქონლობის მიხედვით მისი გაყოფის შედეგია. ზმნისწინის ლექსიკური მნიშვნელობის შენარჩუნების შემთხვევაში აწმყოსა და მყოფადის კავშირებითებს საერთო ფორმები აქვთ.

აწმყოს კავშირებითი კონკრეტული დროული მიმართებისაგან თავისუფალი ფორმაა და არა საკუთრივ აწმყო დროის გადმომცემი კავშირებითის ნაკვთი. იგი ყველაზე ზოგადდროული, განუსაზღვრელი ფორმაა კავშირებითის ნაკვთთა შორის. ასპექტობრივად კარგად იგუებს უსრულ, განგრძობით და, განსაკუთრებით, მრავალგზისობის სემანტიკას. ეს უკანასკნელი მოქმედების ჩვეულებითობას უსვამს უფრო ხაზს, ვიდრე მოქმედების განმეორებადობას, ხოლმეობითობას.

აწმყოს კავშირებითი აქტიურად გამოიყენება პირობითი და ნატვრითი მოდალობების გადმოცემისას, ე.წ. ფიცილის ფორმულებში: იხმარება როგორც ნაწილაკებთან ერთად, ისე მათ გარეშე. აწმყოს კავშირებითთან გამოყენებული ძირითადი მოდალური ნაწილაკებია: თითქოს და უნდა. გეხედება აგრეთვე: იქნებ, ეგებ, შეიძლება, დაე, მგონი ... (მაგ.. „ერის წყლული მაჩნდეს წყლულად, მეწოდეს მის ტანჯყით სული“; „ეგებ ჩვენი გასაფხულიც მოდიოდეს“); ხშირია მისი მოხმარება ე. წ. კატეგორიული გამორიცხვის წინადადებებში.

დამახასიათებელია აწმყოს კავშირებითის გამოყენება სამეცნიერო ლიტერატურის ენაში. ერთი მხრივ, ჰიპოთე ზური (მისი სიტყვები სწორედ ამაზე უნდა მიანიშნებდეს“), მეორე მხრივ, კა- ტეგორიული მსჯელობისას (იგი უნდა მოძრაობდეს ერთი მიმართულებით). აწმყოს კავშირებითი ხშირად იხმარება რაც (არ) უნდა იყოს ტიპის შესიტყვებებში, რომლებიც მსჯელობის კატეგორიულობითა და მაქსიმალიზმით გამოირჩევიან: („რასაც (არ) უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის ერთს ვფიქრობ“).

ა. პაპიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები