გვენცაძე ალექსანდრე
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გვენცაძე ალექსანდრე“ გადაიტანა გვერდზე „ალექსანდრე გვენცაძე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ალექსანდრე გვენცაძე“ გადაიტანა გვერდზე „გვენცაძე ალექსანდრე...) |
01:00, 6 დეკემბერი 2023-ის ვერსია
ალექსანდრე გვენცაძე – (27.XI.1904, ამბროლაური, სოფ. ბარეული, – 21.III.1993, თელავი), ენათმეცნიერი, პროფესორი (1984).
1929 დაამთავრა თსუ. იქვე მუშაობდა ლაბორანტად ლექსიკოლოგიის კაბინეტში (ხელმძღვანელი პროფ. ა. შანიძე, 1929–30) მასწავლებლობდა გურჯაანის, სიღნაღისა და თელავის პედაგოგიურ სასწავლებლებში (1930–39). თელავის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში მუშაობდა მისი დაარსებიდან (1939) გარდაცვალებამდე. არჩეული იყო დეკანისა და კათედრის გამგის თანამდებობებზე (1939–74).
გვენცაძე 1932-იდან თანამშრომლობდა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ დაწესებულებებთან. ინტენსიურად მუშაობდა ქართული სალიტერატურო ენისა და დიალექტების პრობლემებზე. იკვლევდა მორფოლოგიის, ლექსიკოლოგიისა და ლინგვისტური სტილისტიკის საკითხებს. სწავლობდა მწერლის ენას, აგრეთვე ქართული ენის მეთოდიკის საკითხებს. გამოქვეყნებული აქეს ათეულობით სამეცნიერო ნაშრომი, დამხმარე სახელმძღვანელოები ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
რ. ჭიკაძე
თხზულებები
- თვლის სისტემა ქართულში, თბ,, 1960;
- სტილისტიკის საკითხები (დამხმარე სახელმძღვანელო), თბ., I971;
- ქართული ენის რიცხეითი სახელი, თბ. 1972;
- ზოგადი სტილისტიკის საფუძვლები (დამხმარე სახელმძღვანელო), თბ., 1974;
- სასვენი და წერა-ბეჭდვის ტექნიკის ნიშნები, თბ., 1989.