არამეული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(არამეული დამწერლობა)
ხაზი 6: ხაზი 6:
 
[[არამეული დამწერლობა]] სემიტური დამწერლობის ერთ-ერთი სახეობაა. იგი შედგება 22 ნიშნისაგან, რომლებიც მხოლოდ თანხმოვნებია და იწერება მარჯვნიდან მარცხნივ. პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში არამეული [[ანბანი]] განვრცობილი იყო მთელ ახლო აღმოსავლეთში.
 
[[არამეული დამწერლობა]] სემიტური დამწერლობის ერთ-ერთი სახეობაა. იგი შედგება 22 ნიშნისაგან, რომლებიც მხოლოდ თანხმოვნებია და იწერება მარჯვნიდან მარცხნივ. პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში არამეული [[ანბანი]] განვრცობილი იყო მთელ ახლო აღმოსავლეთში.
  
[[ეგვიპტე|ეგვიპტეში]] აღმოჩენილი [[არამეული დამწერლობა]] პაპირუსებზე, ძალიან დაწვრილებით აღწერს [[ებრაელები|ებრაელთა]] ცხოვრებას ძველი წელთაღრიცხვის მე-9 და მე-8 საუკუნეებში. არამეული ენა იყო საერთაშორისო ენა ასურეთ-ბაბილონში. ძვ. წ. მე-6 საუკუნიდან მან განდევნა ებრაული ენა მრავალი ქვეყნიდან. არამეულს სამწერლობო ენად იყენებდა არაბთა უმრავლესობა I-II საუკუნეებში. ამავე პერიოდისაა მცხეთის არამეულ-არმაზული წარწერაც. დღეს არამეულ ენაზე მოლაპარაკე მოსახლეობა არის სირიაში, ერაყში, თურქეთში, ირანში, [[ისრაელი|ისრაელში]]. მცირე რაოდენობით არის ყოფილ საბჭოთა კავშირში და აშშ-ში.
+
[[ეგვიპტე|ეგვიპტეში]] აღმოჩენილი [[არამეული დამწერლობა]] პაპირუსებზე, ძალიან დაწვრილებით აღწერს [[ებრაელები|ებრაელთა]] ცხოვრებას ძველი წელთაღრიცხვის მე-9 და მე-8 საუკუნეებში. არამეული ენა იყო საერთაშორისო ენა ასურეთ-ბაბილონში. ძვ. წ. მე-6 საუკუნიდან მან განდევნა [[ებრაული ენა]] მრავალი ქვეყნიდან. არამეულს სამწერლობო ენად იყენებდა არაბთა უმრავლესობა I-II საუკუნეებში. ამავე პერიოდისაა მცხეთის არამეულ-არმაზული წარწერაც. დღეს არამეულ ენაზე მოლაპარაკე მოსახლეობა არის სირიაში, ერაყში, თურქეთში, ირანში, [[ისრაელი|ისრაელში]]. მცირე რაოდენობით არის ყოფილ საბჭოთა კავშირში და აშშ-ში.
  
 
==== არამეული ლიტერატურა ====  
 
==== არამეული ლიტერატურა ====  

15:22, 20 დეკემბერი 2023-ის ვერსია

არამეული - ბიბლიური ენა. ბიბლიის ენებია ებრაული, არამეული და ძველი აღთქმის ბერძნული კოინე.

ებრაულის მონათესავე არამეული ენა ვაჭრობასა და დიპლომატიაში ქრისტემდე VI საუკუნიდან დამკვიდრდა და იესოს დროს უკვე სახალხო ენას წარმოადგენდა.

სარჩევი

არამეული დამწერლობა

არამეული დამწერლობა სემიტური დამწერლობის ერთ-ერთი სახეობაა. იგი შედგება 22 ნიშნისაგან, რომლებიც მხოლოდ თანხმოვნებია და იწერება მარჯვნიდან მარცხნივ. პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში არამეული ანბანი განვრცობილი იყო მთელ ახლო აღმოსავლეთში.

ეგვიპტეში აღმოჩენილი არამეული დამწერლობა პაპირუსებზე, ძალიან დაწვრილებით აღწერს ებრაელთა ცხოვრებას ძველი წელთაღრიცხვის მე-9 და მე-8 საუკუნეებში. არამეული ენა იყო საერთაშორისო ენა ასურეთ-ბაბილონში. ძვ. წ. მე-6 საუკუნიდან მან განდევნა ებრაული ენა მრავალი ქვეყნიდან. არამეულს სამწერლობო ენად იყენებდა არაბთა უმრავლესობა I-II საუკუნეებში. ამავე პერიოდისაა მცხეთის არამეულ-არმაზული წარწერაც. დღეს არამეულ ენაზე მოლაპარაკე მოსახლეობა არის სირიაში, ერაყში, თურქეთში, ირანში, ისრაელში. მცირე რაოდენობით არის ყოფილ საბჭოთა კავშირში და აშშ-ში.

არამეული ლიტერატურა

წარმოიშვა ძვ. წელთაღრიცხვის VI საუკუნიდან. დიდ ყურადღებას იპყრობს ლურსმულით დაწერილი არამეული შელოცვების ტექსტი და სპარსეთის მეფის დარიოს I-ის მოღვაწეობა.

არამეულ-ქრისტიანული ლიტერატურა

შეიქმნა პალესტინის ქრისტიანულ-არამეულის დიალექტზე V-VIII საუკუნეებში. იგი მოიცავს სახარების ლექციონარს, ლიტურგიას ნილოსის ადიდებასთან დაკავშირებით, ჰიმნებსა და წმინდანთა ცხოვრებას. ქრისტიანულ-არამეული ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ნაწილი სირიული ლიტერატურაა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები