ეთნონიმი
(ახალი გვერდი: '''ეთნონიმი''' (''ბერძ''. ethnos – ხალხი და onyma – სახელი), სახელწოდება ნებ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | [[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ლექსიკოლოგია]] |
17:00, 20 დეკემბერი 2023-ის ვერსია
ეთნონიმი (ბერძ. ethnos – ხალხი და onyma – სახელი), სახელწოდება ნებისმიერი ეთნოსისა (ხალხისა), რომელსაც აქვს ერისათვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები: ტერიტორიისა და ენის ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთობლიობა, საერთო ეკონომიკური და ზნეობრივ-ფსიქიკური წყობა და მის ბაზაზე შექმნილი კულტურის ერთიანობა…
ეთნონიმებია: არაბი, ბერძენი, ესპანელი, ესტონელი, იაპონელი, ინგლისელი, ინდოელი, იტალიელი, რუსი, უკრაინელი, ფინელი, ქართველი, ჩინელი…
ზოგჯერ ტერმინი „ეთნონიმი“ გამოიყენება ერთი ენის ფარგლებში სხვადასხვა დიალექტზე მოსაუბრე ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელთა აღსანიშნავადაც. ამის მიხედვით ეთნონიმებად მიიჩნევენ სადაურობა-წარმომავლობის ტერმინებს: აჭარელი, გურული, თუში, იმერელი, კახელი, ლეჩხუმელი, რაჭველი, ფშაველი, ქართლელი, ხევსური… ტერმინი ეთნონიმის ამგვარი გამოყენება მეთოდოლოგიურად გაუმართლებელია. მონათესავე დიალექტებზე მეტყველი ხალხის მიმართ უმჯობესია გამოიყენებოდეს ტერმინი ეთნიკური ერთეული.
მორფოლოგიური თვალსაზრისით არსებობს ეთნონიმების ორი ჯგუფი: მარტივი და რთული. მარტივია: არაბი, ბერძენი, რუსი, სომეხი, ბასკი, ოსი, სპარსი, ჩერქეზი, ლაკი, შვედი. რთული შედგენილობის ეთნონიმები წარმოიქმნება ამა თუ იმ ქვეყნის საკუთარი სახელის ფუძეზე სადაურობის აღმნიშვნელი -ელ სუფიქსის დართვით: ესტონეთი > ესტონ-ელ-ი, უნგრეთი > უნგრ-ელ-ი, ინგლისი > ინგლის-ელიი.. ეთნონიმებს, თავის მხრივ, შეუძლიათ წარმოქმნან სახელწოდებები ქვეყნებისა, რომლებშიც ძირითადად ამ სახელდების ეთნოსი ცხოერობს.
გ. ბედოშვილი