აშნანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''აშნანი''' – ''(შუმ.)'' „მარცვალი“, მარცვლეულის დედრული ღვთაება. ...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
აშნანი შეიქმნა ცაში [[ანუნაქები]]ს გამოსაკვებად, მაგრამ რაკი მათ ვერ შეძლეს მისი გამოყენება ადამიანის ხელშეწყობის გარეშე, [[ენქი]]ს მოთხოვნითა და [[ენლილი]]ს ბრძანებით იგი მიწაზე დაეშვა. | აშნანი შეიქმნა ცაში [[ანუნაქები]]ს გამოსაკვებად, მაგრამ რაკი მათ ვერ შეძლეს მისი გამოყენება ადამიანის ხელშეწყობის გარეშე, [[ენქი]]ს მოთხოვნითა და [[ენლილი]]ს ბრძანებით იგი მიწაზე დაეშვა. | ||
| − | „აშნანს ღმერთებმა სახლი აუშენეს, მისცეს მას გუთანი და | + | „აშნანს ღმერთებმა სახლი აუშენეს, მისცეს მას [[გუთანი]] და [[უღელი]]“, ნათქვამია ერთ ტექსტში. აშნანი ნედლი, მოუწეველი პურეულის განსახიერებაა, რაზეც უნდა მიუთითებდეს მისი [[ეპითეტი]] „ქალწული“. ერთ ტექსტში ნათქვამია: „სათესლე ხნულში მდგარი აშნანი ქალწულია, სიუხვით დატვირთული“. |
| − | ამავე დროს აშნანი განსახიერებაა პურისა: „კეთილი (ტკბილი) პური, საქვეყნო პური“. | + | ამავე დროს აშნანი განსახიერებაა [[პური|პურისა]]: „კეთილი (ტკბილი) პური, საქვეყნო პური“. |
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
| + | [[კატეგორია:შუმერული მითები]] | ||
| + | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
| + | [[კატეგორია:ქალღმერთები]] | ||
| + | [[კატეგორია:შუმერული ქალღმერთები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 14:38, 26 დეკემბერი 2023 მდგომარეობით
აშნანი – (შუმ.) „მარცვალი“, მარცვლეულის დედრული ღვთაება.
აშნანი შეიქმნა ცაში ანუნაქების გამოსაკვებად, მაგრამ რაკი მათ ვერ შეძლეს მისი გამოყენება ადამიანის ხელშეწყობის გარეშე, ენქის მოთხოვნითა და ენლილის ბრძანებით იგი მიწაზე დაეშვა.
„აშნანს ღმერთებმა სახლი აუშენეს, მისცეს მას გუთანი და უღელი“, ნათქვამია ერთ ტექსტში. აშნანი ნედლი, მოუწეველი პურეულის განსახიერებაა, რაზეც უნდა მიუთითებდეს მისი ეპითეტი „ქალწული“. ერთ ტექსტში ნათქვამია: „სათესლე ხნულში მდგარი აშნანი ქალწულია, სიუხვით დატვირთული“.
ამავე დროს აშნანი განსახიერებაა პურისა: „კეთილი (ტკბილი) პური, საქვეყნო პური“.