ჯაყელი ყვარყვარე (I)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ყვარყვარე (I) ჯაყელი''' - მანდატურთუხუცეს ბექა (I)-ის ძე, [[ამირსპ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ყვარყვარე (I) ჯაყელი“ გადაიტანა გვერდზე „ჯაყელი ყვარყვარე (I)“) |
15:06, 6 ივნისი 2017-ის ვერსია
ყვარყვარე (I) ჯაყელი - მანდატურთუხუცეს ბექა (I)-ის ძე, ამირსპასალარი და სამცხის სპასალარი 1334-1361 წწ-ში.
XIV ს-ის შუახანებიდან ამირსპასალარის სახელო სამცხის მმართველ ჯაყელთა ხელში გადავიდა. ამ პერიოდში ამირსპასალარობის მფლობელია მანდატურთუხუცეს ბექა (I)-ის (1285-1308) მეორე ვაჟი ყვარყვარე (I). იგი ამირსპასალარად იწოდება ზარზმის ფრესკულ წარწერაში, ხოლო ანჩის ომფორზე მოთავსებულ წარწერაში იგი გარდაცვლილად („სულკურთხეული“) და „ამირსპასალარად და სამცხის სპასალარად“ იწოდება.
წყაროები და ლიტერატურე
ჟორდანია 1897: 186; თაყაიშვილი 1914: 183; ბერიძე 1954: 125.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017