ალბანური ენა (კავკასიის)
(→წყარო) |
|||
ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | [[ქართული ენა:ენციკლოპედია]] | + | [[ქართული ენა: ენციკლოპედია]] |
[[კატეგორია:მსოფლიოს ენები]] | [[კატეგორია:მსოფლიოს ენები]] | ||
[[კატეგორია:ენები]] | [[კატეგორია:ენები]] |
00:49, 27 დეკემბერი 2023-ის ვერსია
ალბანური ენა – კავკასიის ალბანელთა ენა. ალბანეთი (ბერძნ. albania, ქართ. „ალვაnეთი“ და „ჰერეთი“, სომხ. „აღვანქ), ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო ამიერკაეკასიაში. მოიცავდა დასავლეთ კასპიისპირეთის (ახლანდ. აზერბაიჯანისა და დაღესტნის სამხრეთი ნაწილი) ტერიტორიებს. ისტორიულ წყაროებში შემონახული ცნობები ადასტურებენ მის არსებობას უკვე ძვ. წ. IV საუკუნეში. ახ. წ. XI საუკუნეში ალბანეთის სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა.
ტრადიციულად ალბანელების უშუალო მემკეიდრეებად მიჩნეული არიან უდიები. ამ მოსაზრებას ადასტურებს ენობრივი მონაცემებიც. სპეციალისტების ხელთ არსებული მასალის მიხედვით, ალბანურსა და უდიურს ბევრი საერთო აქვთ ლექსიკასა და გრამატიკაში. განსაკუთრებით ხელშესახებია ალბანური ენისა და უდიურის ფონემურ სისტემათა მსგავსება: ფონემათა რაოდენობა, ფონემურ სისტემაში შიშინათა ორი რიგის არსებობა, ფარინგალიზებულ ფონემათა (ხმოვანთა) სიმრავლე. ალბანური ტექსტის სტატისტიკური ანალიზი ავლენს ალბანური და უდიური ტექსტების ფონემურ სტრუქტურათა თითქმის სრულ იდენტურობას.
გ. თოფურია