გ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: განი '''„გ“''' – ქართული ანბანის მესამე [[ასო (ნიშა...) |
13:55, 27 დეკემბერი 2023-ის ვერსია
„გ“ – ქართული ანბანის მესამე ასო. მისი სახელია „განი“; გრაფიკული სიმბოლო ველარული მჟღერი ხშული ფონემისა. ასომთაერულში იწერებოდა Ⴂ. მისი მოხაზულობა ურთიერთპერპენდიკულარული ხაზების კომბინაციაა, რომელიც კვადრატულ არეს იკავებს. ნესხური ⴂ მარჯვნივაა გადახრილი. მისი ქვედა ნაწილი რკალური ფორმისაა. მხედრულში იგი წრეს წარმოადგენს. ნუსხური და მხედრული გ ოთხხაზოვანი სისტემის ქვედა სამ ხაზს შორის იწერება.
ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა სამს (3), ახალ ქართულში ჩამოთვლისას (ანბანის რიგის მიხედეით) აღნიშნაეს მესამეს. ციფრობრივი ნუმერაციის დროს გამოიყენება ერთი და იმავე ნომრით აღნიშნული რამდენიმე საგნის, პუნქტის… განსასხვავებლად: მეათე პუნქტის გ მუხლი.