ზანური ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 4: ხაზი 4:
  
 
ზანურს, სვანურთან შედარებით, უფრო გვიან უნდა მიეღო დამოუკიდებელი სახე. წინარე ქართველური ენიდან სვანური ადრე ჩანს გამოყოფილი, გლოტოქრონოლოგიური მეთოდის მიხედეით, სავარაუდოდ ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისისათვის (გ. კლიმოვი) ან ძვ. წ. X ს-თვის ([[გამყრელიძე თამაზ|თ. გამყრელიძე]], გ. მაჭავარიანი). სვანურის გამოყოფის შემდეგ ქართული და ზანური გათიშავი ორი ფენა იყო კიდევ ათი საუკუნე  
 
ზანურს, სვანურთან შედარებით, უფრო გვიან უნდა მიეღო დამოუკიდებელი სახე. წინარე ქართველური ენიდან სვანური ადრე ჩანს გამოყოფილი, გლოტოქრონოლოგიური მეთოდის მიხედეით, სავარაუდოდ ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისისათვის (გ. კლიმოვი) ან ძვ. წ. X ს-თვის ([[გამყრელიძე თამაზ|თ. გამყრელიძე]], გ. მაჭავარიანი). სვანურის გამოყოფის შემდეგ ქართული და ზანური გათიშავი ორი ფენა იყო კიდევ ათი საუკუნე  
მაინც. ამ ხანას უწოდებენ ზანურ-ქართული ერთიანობის ხანას. ამ ერთიანობიდან ზანურის გამოყოფა სავარაუდოდ უნდა მომხდარიყო ძვ. წ. X-VIII სს-ში (ა. კლი�მოვი) ან ახ. წ-ის მიჯნაზე (თ. გამყრელიძე. გ. მაჭავარიანი). ზანურის დიფერენციაცია ორ კილოდ უნდა დაწყებულიყო ახ. წ. პირველი საუკუნეების აქეთ. დაახლ. VII ს-თვის ამ კილოებს დამოუკიდებელი სახე უნდა ჰქონოდა. ზანურის (კოლხურის) გავრცელების  
+
მაინც. ამ ხანას უწოდებენ ზანურ-ქართული ერთიანობის ხანას. ამ ერთიანობიდან ზანურის გამოყოფა სავარაუდოდ უნდა მომხდარიყო ძვ. წ. X-VIII სს-ში (ა. კლიმოვი) ან ახ. წ-ის მიჯნაზე (თ. გამყრელიძე. გ. მაჭავარიანი). ზანურის დიფერენციაცია ორ კილოდ უნდა დაწყებულიყო ახ. წ. პირველი საუკუნეების აქეთ. დაახლ. VII ს-თვის ამ კილოებს დამოუკიდებელი სახე უნდა ჰქონოდა. ზანურის (კოლხურის) გავრცელების  
 
არეალი ისტორიულად უფრო დიდი იყო, ეიდრე დღესაა. მეგრული და ლაზური მეტყველების რეგიონები ამჟამად გათიშულია გურია-აჭარის ტერიტორიით, რაც ამ ტერიტორიაზე ქართულენოვანი მოსახლეობის მიგრაციით აიხსნება (ნ. მარი, ი. ჯავახიშვილი. ს. ჯანაშია, არჩ. ჩიქობავა …). ამას ადასტურებს გურია-აჭარის ტერიტორიაზე ზანური ტოპონიმების არსებობაც.
 
არეალი ისტორიულად უფრო დიდი იყო, ეიდრე დღესაა. მეგრული და ლაზური მეტყველების რეგიონები ამჟამად გათიშულია გურია-აჭარის ტერიტორიით, რაც ამ ტერიტორიაზე ქართულენოვანი მოსახლეობის მიგრაციით აიხსნება (ნ. მარი, ი. ჯავახიშვილი. ს. ჯანაშია, არჩ. ჩიქობავა …). ამას ადასტურებს გურია-აჭარის ტერიტორიაზე ზანური ტოპონიმების არსებობაც.
 +
 +
მეგრულ–ლაზურის თავდაპირველი კილოური დიფერენციაცია შემდეგ პერიოდებში უფრო გაღრმავდა, რასაც ხელს უწყობდა განსხვავებული ენობრივი გარემოც, რომელშიც მათ უხდებოდათ და უხდებათ ფუნქციონირება. თუმცა
 +
სხვაობა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რომ ისინი დამოუკიდებელ ენებად ჩაითვალოს: მათი
 +
ფუნქციური და გრამატიკული სტრუქტურები ახლოსაა ერთმანეთთან. ამასთანავე, ლაზებსა და მეგრელებს
 +
მეტ-ნაკლებად ესმით ერთმანეთისა.

01:33, 6 იანვარი 2024-ის ვერსია

ზანური ენა (კოლხური ენა) – ერთ-ერთი ქართველური ენა. ერთიან ზანურ ენაზე დღეს არავინ მეტყველებს. ცნება „ზანური“ ანუ „კოლხური“ ისტორიული შინაარსისაა. ამჟამად ზანურ ენას აქვს ორი დიალექტი – მეგრული და ლაზური (ჭანური), რომლებიც რეალურად ფუნქციონირებენ.

მეგრულ-ლაზურის ერთიანობის აღსანიშნავად სხვადასხვა ტერმინი გვხვდება. ნ. მარს ადრე გამოყენებული ჰქონდა ტერმინი „თუბალკაენური“ (თუბალურში მეგრული იგულისხმებოდა, კაენურში – ლაზური. შემდეგ მეგრულისათვის ნ. მარმა „ივერიულიც“ გამოიყენა. მეგრელ-ლაზურის მნიშენელობით ტერმინი „ზანური ენა“ დაამკვიდრა არნ. ჩიქობავამ. ავტორი ემყარებოდა როგორც ისტორიულ წყაროებს,ისე თანამედროვე ენობრივ მონაცემებს. კერძოდ, ბერძნულ წყაროებში შავიზღვისპირა ზოლის ქართველური მოსახლეობა იხსენიება როგორც „სანები“ („ზ“ ფონემა ბერძნულს არა აქვს, საფიქრებელია, რომ „ს“ ასო ზ-ს გადმოსაცემადაც იყო გამოყენერელი). ტერიმინი „ზანი“ დღესაც არ არის დავიწყებული ქართველურ ენათა წრეში. იგი შემორჩენილია ტომონიმებიში ზანა, საზანო, ზანათი. ზან- ძირი დაცულია სვანურშიც და მეგრელების აღსანიშნავად გამოიყენება – მჷზან – „მეგრელი”. ტერმინი კოლხური პირველად გამოიყენა გერმანელმა მეცნიერმა გეორგ როზენმა, მაგრამ იგი ქართველოლოგიაში არ დამკვიდრებულა. XX ს.60-იან წლებში ტერმინი „კოლხური” მეგრელ-ჭანუერის მნიშვნელობით გამოიყენა ა. შანიძემ და ამის შემდეგ იგი „ზანურის” პარალელურად შემოვიდა სამეცნიერო ლიტერატურაში.

ზანურს, სვანურთან შედარებით, უფრო გვიან უნდა მიეღო დამოუკიდებელი სახე. წინარე ქართველური ენიდან სვანური ადრე ჩანს გამოყოფილი, გლოტოქრონოლოგიური მეთოდის მიხედეით, სავარაუდოდ ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისისათვის (გ. კლიმოვი) ან ძვ. წ. X ს-თვის (თ. გამყრელიძე, გ. მაჭავარიანი). სვანურის გამოყოფის შემდეგ ქართული და ზანური გათიშავი ორი ფენა იყო კიდევ ათი საუკუნე მაინც. ამ ხანას უწოდებენ ზანურ-ქართული ერთიანობის ხანას. ამ ერთიანობიდან ზანურის გამოყოფა სავარაუდოდ უნდა მომხდარიყო ძვ. წ. X-VIII სს-ში (ა. კლიმოვი) ან ახ. წ-ის მიჯნაზე (თ. გამყრელიძე. გ. მაჭავარიანი). ზანურის დიფერენციაცია ორ კილოდ უნდა დაწყებულიყო ახ. წ. პირველი საუკუნეების აქეთ. დაახლ. VII ს-თვის ამ კილოებს დამოუკიდებელი სახე უნდა ჰქონოდა. ზანურის (კოლხურის) გავრცელების არეალი ისტორიულად უფრო დიდი იყო, ეიდრე დღესაა. მეგრული და ლაზური მეტყველების რეგიონები ამჟამად გათიშულია გურია-აჭარის ტერიტორიით, რაც ამ ტერიტორიაზე ქართულენოვანი მოსახლეობის მიგრაციით აიხსნება (ნ. მარი, ი. ჯავახიშვილი. ს. ჯანაშია, არჩ. ჩიქობავა …). ამას ადასტურებს გურია-აჭარის ტერიტორიაზე ზანური ტოპონიმების არსებობაც.

მეგრულ–ლაზურის თავდაპირველი კილოური დიფერენციაცია შემდეგ პერიოდებში უფრო გაღრმავდა, რასაც ხელს უწყობდა განსხვავებული ენობრივი გარემოც, რომელშიც მათ უხდებოდათ და უხდებათ ფუნქციონირება. თუმცა სხვაობა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რომ ისინი დამოუკიდებელ ენებად ჩაითვალოს: მათი ფუნქციური და გრამატიკული სტრუქტურები ახლოსაა ერთმანეთთან. ამასთანავე, ლაზებსა და მეგრელებს მეტ-ნაკლებად ესმით ერთმანეთისა.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები