ნ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ნარი '''„ნ“''' – ქართული ანბანის მეცამეტე (ძველი ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნ“ გადაიტანა გვერდზე „ნარი (ასო)“) |
03:38, 8 იანვარი 2024-ის ვერსია
„ნ“ – ქართული ანბანის მეცამეტე (ძველი ქართული ანბანის მეთოთხმეტე) ასო; მისი სახელია „ნარი“; გრაფიკული სიმბოლო წინაენისმიერი (კბილისმიერი) ხშვის მქონე ნასალური (ცხვირისმიერი) სონორი ფონემისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴌ. მისი მოხაზულობა ხაზებისა და რკალის კომბინაციაა, რომელიც კვადრატის ნახევარს იკავებს. ნუსხური ⴌ მარჯვნივაა გადახრილი. მხედრული ნ ერთიანი, მომრგვალებული კონტურის მქონეა. ნუსხური ⴌ და მხედრული ნ ოთხხაზოვანი სისტემის ზედა სამ ხასს შორის იწერება:
ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ორმოცდაათს (50)