მ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მანი (ასო)“ გადაიტანა გვერდზე „მ“ გადამისამართებაზე) |
03:45, 8 იანვარი 2024-ის ვერსია
„მ“ – ქართული ანბანის მეთორმეტე (ძველ ქართული მეცამეტე) ასო. მისი სახელია „მანი“; გრაფიკული სიმბოლო წყვილბაგისმიერი ხშვის მქონე ნასალური (ცხვირისმიერი) სონორი ფონემისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴋ მისი მოხაზულობა წრისა და ხაზების კომბინაციაა. ნუსხური ⴋ მარჯვნივაა გადახრილი. მხედრული მ ერთიან, მომრგვალებულ კონტურს იძენს. ნუსხური ⴋ და მხედრული მ ოთხხაზოვანი სისტემის ზედა სამ ხასს შორის იწერება.
ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ორმოცს (40).