თურქული ენები
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
რუნული [[ანბანი]]ს გარდა, თურქული წარმომავლობის ტომთაგან უიღურებმა გამოიყენეს სოღდური ანბანი, რომლის ადაპტირებულ ვარიანტს შემდგომ უიღურული ანბანი უწოდეს. იგი XVIII ს-მდე გამოიყენებოდა. საერთოდ, ძველი და საშუალი თურქული ენობრივი პერიოდები წარმოდგენილია რუნული, ორხონულ-ენისეური, უიღურული, მანიქეური, ბრაჰმანული, არაბული და ნესტორიანული [[დამწერლობა|დამწერლობის]] ძეგლებით. | რუნული [[ანბანი]]ს გარდა, თურქული წარმომავლობის ტომთაგან უიღურებმა გამოიყენეს სოღდური ანბანი, რომლის ადაპტირებულ ვარიანტს შემდგომ უიღურული ანბანი უწოდეს. იგი XVIII ს-მდე გამოიყენებოდა. საერთოდ, ძველი და საშუალი თურქული ენობრივი პერიოდები წარმოდგენილია რუნული, ორხონულ-ენისეური, უიღურული, მანიქეური, ბრაჰმანული, არაბული და ნესტორიანული [[დამწერლობა|დამწერლობის]] ძეგლებით. | ||
| + | |||
| + | თურქული ენების ტიპოლოგიური მოდელი აგლუტინაციურია. აგლუტინაციის თანმხლები პროცესია სინჰარმონიზმი. ხმოვანთა პალატალური ჰარმონია თურქული წარმომავლობის ყველა ენაში ვლინდება, ხოლო ჰარმონია ბაგისმიერობის მიხედვით | ||
| + | სხვადასხვაგვარადაა წარმოდგენილი. საერთო თურქულში უნდა არსებულიყო გრძელი და მოკლე 8 ხმოვანი ფონემა: a, ə, o, u, y, i, ö, ű. რიგი მორფონოლოგიური პროცესების შედეგად გრძელი ხმოვნები შერჩა იაკუტურს, თურქმენულსა და ხალაჯურ ენებს. ოღუზური ენებისათვის დამახასიათებელია მჟღერი ანლაუტი, ყივჩაყურ ენებში კი უპირატესად ყრუ ხშულებია ანლაუტში (შდრ. ქართულში | ||
| + | ყივჩაყურ ენათაგან შემოსული საკუთარი სახელები – თემური, თენგიზი და ოღუზური ენებიდან შემოღწეული დემური, დენიზა…). [[ბრუნვა (გრამატიკა)|ბრუნვის]] პარადიგმის მაორგანიზებელი ცენტრია ფუძე საწყის (სახელობით) ბრუნვაში. ბრუნების კატეგორიაში 6 ბრუნვაა (გარდა იაკუტურისა). თურქულ ენებში (გარდა ჩუვაშურისა) მრავლობითობა გადმო�იცემა BAr [[აფიქსი]]თ. კუთვნილების | ||
| + | კატეგორია გამოიხატება ფუძესთან პირის ნიშანთა მიერთებით. რიცხვით სახელთა შემადგენლობაშია ლექსიკური ერთეული პირველი ათეულის, 20-ის, 30-ის, 40-ის, 50-ის 100-ის, 1000-ის აღსანიშნავად, ხოლო 60, 70, 80, 90 – თხზული სიტყვებია. ჩვენებითი ნაცვალსახელები აღნიშნავენ საგანთა განლაგების 35 პლანს. კითხვით ნაცვალსახელებში ორი ფუძეა გარჩეული: kim „ვინ?“ და ne „რა?“, უკუქცევით ნაცვალსახელთა ფუძე ემყარება [[არსებითი სახელი|არსებით სახელს]]. ზმნის უღელილებისას განსხვავებულია პირის ნიშანთა 2 ტიპი. დამახასიათებელი სინტაქსური კატეგორიაა იზსაფეთი. ორ სახელს შორის მიმართების ეს ტიპი საერთო თურქულია და ყველა ენაში გვხვდება. საერთო თურქული მოვლენაა მარტივი სახელადი წინადადების მოდელი შემასმენლობითი აფიქსებით, ხოლო ზმნურ წინადადებათა ტიპებში გვხედება ღერძული წევრი – პირიელი ფორმა ზმნის წარსული ან აწმყო-მყოფადი დროის ფორმით. თურქულ ენებში მარტივი წინადადება უპირატესი სინტაქსური სტრუქტურაა. სიტყვაწარმოებაში ძირითადად გავრცელებულია აფიქსაცია, არის სხვა ფორმებიც. | ||
17:32, 10 იანვარი 2024-ის ვერსია
თურქული ენები – ენათა ოჯახი, გავრცელებული შუა და სამხსრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ და დასავლეთ ციმბირში, ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში, შავი ზღვისპირეთში, მცირე აზიაში. მცირერიცხოვანი თურქული მოდგმის ენები გვხვდება უკრაინაში, ლიტუაში, პოლონეთში, მოლდავეთში, მაკედონიაში, ბულგარეთში, რუმინეთში, ჩინეთში, ავღანეთსა და ირანში.
თურქული ენებს, მონღოლურსა და თუნგუსურ-მანჯურიულ ენებთან ერთად, აჯგუფ, ალთაური ენები უნგრულ-ფინურ ენებთან ერთად შეადგენენ ურალურ-ალთაურ მიკროოჯახს. წინარეთურქულიდან მომდინარეობს ორი შტო: ბულგარული და საერთო თურქული. ბულგარულში იგულისხმება დღევანდელი ჩუვაშური, აწ მკედარი ბულგარული და ხაზარული ენები. საერთო თურქულის მკვდარი ენებია: ძველი ოღუსური, ჰუნური, ძველი უიღურული, პაჭანიკური, ყუმანური, ყალმუხური, ძველი უზბეკური. ეს შტო თავის მხრივ იყოფა აღმოსავლურ, დასავლურ, ჩრდილოურ და სამხრეთულ ჯგუფებად.
თურქული წარმომავლობის ძველ ენებზე არსებობს წერილობითი ძეგლები. ამ ენებს შორის უძველესია თურქულ-რუნულ ძეგლთა ენა, რომლის ნიმუშები აღმოჩენილია უზარმაზარ ტერიტორიაზე – მდინარე დუნაიდან მდინარე ლენამდე. აღსანიშნავია მდინარე ორხონისა და მდინარე ენისეის აუზში ნაპოვნი წარწერები, რომელთა ენა ოღუზურია.
რუნული ანბანის გარდა, თურქული წარმომავლობის ტომთაგან უიღურებმა გამოიყენეს სოღდური ანბანი, რომლის ადაპტირებულ ვარიანტს შემდგომ უიღურული ანბანი უწოდეს. იგი XVIII ს-მდე გამოიყენებოდა. საერთოდ, ძველი და საშუალი თურქული ენობრივი პერიოდები წარმოდგენილია რუნული, ორხონულ-ენისეური, უიღურული, მანიქეური, ბრაჰმანული, არაბული და ნესტორიანული დამწერლობის ძეგლებით.
თურქული ენების ტიპოლოგიური მოდელი აგლუტინაციურია. აგლუტინაციის თანმხლები პროცესია სინჰარმონიზმი. ხმოვანთა პალატალური ჰარმონია თურქული წარმომავლობის ყველა ენაში ვლინდება, ხოლო ჰარმონია ბაგისმიერობის მიხედვით სხვადასხვაგვარადაა წარმოდგენილი. საერთო თურქულში უნდა არსებულიყო გრძელი და მოკლე 8 ხმოვანი ფონემა: a, ə, o, u, y, i, ö, ű. რიგი მორფონოლოგიური პროცესების შედეგად გრძელი ხმოვნები შერჩა იაკუტურს, თურქმენულსა და ხალაჯურ ენებს. ოღუზური ენებისათვის დამახასიათებელია მჟღერი ანლაუტი, ყივჩაყურ ენებში კი უპირატესად ყრუ ხშულებია ანლაუტში (შდრ. ქართულში ყივჩაყურ ენათაგან შემოსული საკუთარი სახელები – თემური, თენგიზი და ოღუზური ენებიდან შემოღწეული დემური, დენიზა…). ბრუნვის პარადიგმის მაორგანიზებელი ცენტრია ფუძე საწყის (სახელობით) ბრუნვაში. ბრუნების კატეგორიაში 6 ბრუნვაა (გარდა იაკუტურისა). თურქულ ენებში (გარდა ჩუვაშურისა) მრავლობითობა გადმო�იცემა BAr აფიქსით. კუთვნილების კატეგორია გამოიხატება ფუძესთან პირის ნიშანთა მიერთებით. რიცხვით სახელთა შემადგენლობაშია ლექსიკური ერთეული პირველი ათეულის, 20-ის, 30-ის, 40-ის, 50-ის 100-ის, 1000-ის აღსანიშნავად, ხოლო 60, 70, 80, 90 – თხზული სიტყვებია. ჩვენებითი ნაცვალსახელები აღნიშნავენ საგანთა განლაგების 35 პლანს. კითხვით ნაცვალსახელებში ორი ფუძეა გარჩეული: kim „ვინ?“ და ne „რა?“, უკუქცევით ნაცვალსახელთა ფუძე ემყარება არსებით სახელს. ზმნის უღელილებისას განსხვავებულია პირის ნიშანთა 2 ტიპი. დამახასიათებელი სინტაქსური კატეგორიაა იზსაფეთი. ორ სახელს შორის მიმართების ეს ტიპი საერთო თურქულია და ყველა ენაში გვხვდება. საერთო თურქული მოვლენაა მარტივი სახელადი წინადადების მოდელი შემასმენლობითი აფიქსებით, ხოლო ზმნურ წინადადებათა ტიპებში გვხედება ღერძული წევრი – პირიელი ფორმა ზმნის წარსული ან აწმყო-მყოფადი დროის ფორმით. თურქულ ენებში მარტივი წინადადება უპირატესი სინტაქსური სტრუქტურაა. სიტყვაწარმოებაში ძირითადად გავრცელებულია აფიქსაცია, არის სხვა ფორმებიც.