ეპისტოლე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(2 მომხმარებლების 13 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ეპისტოლე''' - (ბერძნ. epistolē. წერილი, უსტარი.) ძველად ეწოდებოდა სხვადასხვა შინაარსის წერილს, რომელიც გამოსაქვეყნებლად იყო განკუთვნილი და ამიტომ მას განსაკუთრებული ყურადღებით ამზადებდნენ. (მაგ. [[ახალი აღთქმა|ახალ აღთქმაში]] შესული მოციქულთა ეპისტოლეები.
+
'''ეპისტოლე''' - (ბერძნ. epistolē. წერილი) სპეციფიკური ლიტერატურული ჟანრის თხზულება, რომელიც [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] ჩამოყალიბების ადრეულ ხანაში გულისხმობდა ეპიკური შინაარსის (უპირატესად ავტორის აზრის, იდეის და არა თხრობითი ამბის) გადმოცემას ლირიკული უშუალობით, როდესაც უშუალო კავშირია დამყარებული ავტორსა და ადრესატს შორის. ყოველი ეპისტოლე გამიზნულია მხოლოდ გარკვეული ადრესატისა (იქნება ეს ერთი პიროვნება თუ
 +
მთელი ჯგუფი, წრე) და განსაზღვრული მომენტისათვის. ესაა ერთგვარი „ღია წერილი“, რომელიც გადმოსცემს ავტორის შეხედულებებს ქრისტიანობასთან დაკავშირებულ ამა თუ იმ საკითხზე. ამიტომ, ეპისტოლე მტკიცებითი და დამრიგებლური ხასიათისაც არის. ქართულში ეს სიტყვა შემოსულია V ს-იდან, როცა [[ბიბლია|ბიბლიის]] სხვა ნაწილებთან ერთად ითარგმნა ამ ხასიათის თხზულებებიც. მოღწეულია უძველესი ქართული თარგმანები [[პავლე მოციქული]]ს №4 ეპისტოლისა და 7 ე. წ. კათოლიკე ეპისტოლისა (იაკობის, პეტრესი და იოანესი). X-XI სს-ებიდან ეპისტოლეს, „მოკითხვათა და საქმეთათვის მინაწერის“ ანუ საზოგადოდ „წერილის“, შინაარსს გამოხატავდა წიგნი. მაგ., სამოელ ქართლის კათალიკოსი [[იოანე საბანისძე|იოვანე საბანის ძე]]ს სწერს: „აწ მიიღე წიგნი ესე ჩემი“. [[გიორგი მერჩულე|გიორგი მერჩულის]] სიტყვებით, [[ბაგრატ I კურაპალატი|ბაგრატ კურაპალატმა]] საბა იშხნელთან „მსწრაფლ დაწერა წიგნი“. „ვეფხისტყაოსნის“ გმირებიც ერთმანეთს „წიგნებს“ სწერენ. სალიტერატურო ქართულში ეპისტოლეს ორივე – ძვ. და ახ. მნიშვნელობაშემორჩა.
  
 +
''კ. დანელია''
  
  
  
  
== წყარო ==
 
* ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
 
  
[[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]]
+
== ლიტერატურა ==
[[კატეგორია:რელიგიური ლიტერატურა]]
+
* დანელია კ., ქართული სამწერლო ენის ისტორიის საკითხები, თბ., 1983.
 +
 
 +
==წყარო==
 +
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
 +
[[კატეგორია:ლიტერატურული ჟანრები]]
 +
[[კატეგორია:სასულიერო ლიტერატურა]]

მიმდინარე ცვლილება 12:29, 18 იანვარი 2024 მდგომარეობით

ეპისტოლე - (ბერძნ. epistolē. წერილი) სპეციფიკური ლიტერატურული ჟანრის თხზულება, რომელიც ქრისტიანობის ჩამოყალიბების ადრეულ ხანაში გულისხმობდა ეპიკური შინაარსის (უპირატესად ავტორის აზრის, იდეის და არა თხრობითი ამბის) გადმოცემას ლირიკული უშუალობით, როდესაც უშუალო კავშირია დამყარებული ავტორსა და ადრესატს შორის. ყოველი ეპისტოლე გამიზნულია მხოლოდ გარკვეული ადრესატისა (იქნება ეს ერთი პიროვნება თუ მთელი ჯგუფი, წრე) და განსაზღვრული მომენტისათვის. ესაა ერთგვარი „ღია წერილი“, რომელიც გადმოსცემს ავტორის შეხედულებებს ქრისტიანობასთან დაკავშირებულ ამა თუ იმ საკითხზე. ამიტომ, ეპისტოლე მტკიცებითი და დამრიგებლური ხასიათისაც არის. ქართულში ეს სიტყვა შემოსულია V ს-იდან, როცა ბიბლიის სხვა ნაწილებთან ერთად ითარგმნა ამ ხასიათის თხზულებებიც. მოღწეულია უძველესი ქართული თარგმანები პავლე მოციქულის №4 ეპისტოლისა და 7 ე. წ. კათოლიკე ეპისტოლისა (იაკობის, პეტრესი და იოანესი). X-XI სს-ებიდან ეპისტოლეს, „მოკითხვათა და საქმეთათვის მინაწერის“ ანუ საზოგადოდ „წერილის“, შინაარსს გამოხატავდა წიგნი. მაგ., სამოელ ქართლის კათალიკოსი იოვანე საბანის ძეს სწერს: „აწ მიიღე წიგნი ესე ჩემი“. გიორგი მერჩულის სიტყვებით, ბაგრატ კურაპალატმა საბა იშხნელთან „მსწრაფლ დაწერა წიგნი“. „ვეფხისტყაოსნის“ გმირებიც ერთმანეთს „წიგნებს“ სწერენ. სალიტერატურო ქართულში ეპისტოლეს ორივე – ძვ. და ახ. მნიშვნელობაშემორჩა.

კ. დანელია



[რედაქტირება] ლიტერატურა

  • დანელია კ., ქართული სამწერლო ენის ისტორიის საკითხები, თბ., 1983.

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები